ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით

"ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ერთობლივ ტექსტზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, დილით წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, რომელიც  მოგვიანებით შეიცვალა.

"ჩვენი შენიშვნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი.პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები