იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან

ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტის წინაშე ვდგავართ, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობა გრძელდება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"რუსეთს დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ნატო-ს მტკიცედ სჯერა, რომ დაძაბულობა დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს. დღეს ნატომ რუსეთს ჩვენი წერილობითი წინადადებები გადასცა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ნატო არ წავა კომპრომისზე თითოეული ქვეყნის უფლებაზე, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები.

"რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისა და მავნე საქმიანობისგან, რომელიც ნატოს მოკავშირეებსა და სხვა ქვეყნებზეა მიმართული. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვადან, სადაც მისი ძალები აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშეა განლაგებული“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები