მეუფე იაკობი - ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, დღეს ბოდბის მონასტერში ქადაგებისას სასულიერო და საერო პირებს მოუწოდა, რომ "ჭკვიანად იყვნენ" და ზედმეტად ნურავის დაცვას შეეცდებიან.

"სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა?! ამიტომ გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ.   

როგორ გგონიათ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ, რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. 

მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე, მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში იმათ არ სცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ, გამოვუშვათ, მერე დაგიჯერებთ, სხვებიც გამოვუშვათ. მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან. 

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც. სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება? არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად. მე მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება”, - აცხადებს ეპისკოპოსი იაკობი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები