ნონა მამულაშვილი - ერთ-ერთ საზღვართან არის საკრემაციო მანქანები, რომლებიც რუსეთმა მოაყენა, ისინი გარდაცვლილ ჯარისკაცებს კრემაციას უკეთებენ

კიევი ფაქტობრივად დაცლილია, შიშის ფაქტორი მაინც არის, ელოდებიან შემოჭრას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.

ის უკრაინაში  ჯარისკაცების საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება, სადაც მისი ძმა მამუკა მამულაშვილი „ქართულ ლეგიონს“ 2014 წლიდან ხელმძღანელობს.

ნონა მამულაშვილის თქმით, დღეს ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის და იქ  განვითარებული მოვლენები საქართველოზეც აისახება, ამიტომ მისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ვითარების ადგილზე გაცნობას. 

"კიევის ქუჩებში  რამდენიმე დღის წინ გავიარე და ვნახე, რომ დაცლილია ქალაქი, ფაქტობრივად,  მანქანების ძალიან დიდი რიგია და გადიან ქალაქიდან.  შიშის ფაქტორი მაინც არის,  ელოდებიან შემოჭრას კიევში. რამდენიმე დღის წინ ასევე ვნახეთ, რომ ერთ-ერთ საზღვართან ასევე არის საკრემაციო მანქანები, რომლებიც რუსეთმა მოაყენა. ეს საკრემაციო მანქანები ემსახურება იმას, რომ გარდაცვლილ ჯარისკაცებს ისინი არ ასაფლავებენ, კრემაციას უკეთებენ. რეალურად უკვე მიდის მზადება შემდეგი ეტაპისთვის. 

დღეს უკრაინა დე ფაქტო ნატოს წევრია უკვე, ვხედავთ რამხელა მობილიზებაა დასავლეთის უკრაინის ირგვლივ.  დღეს ბრძოლის ხაზი რეალურად, ასევე ჩვენთვისაც,  გადის აქ,  უკრაინაში, იმიტომ, რომ ის რაც  ხდება უკრაინაში, აუცილებლად აისახება საქართველოზე. ამიტომ  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი თვალით მენახა, საინფორმაციო წყაროებით სხვადასხვავა  ინფორმაციას ვიგებთ, მაგრამ ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ქონდა,  ადგილზე გავცნობოდი მდგომარეობას. საკმაოდ ფეთქებადი მდგომარეობაა აქ, არ ვიცით,  რუსეთი რეალურად გაბედავს თუ არა შემოჭრას, დღევანდელი უარის შემდეგ, მაგრამ ალბათ,  პროვოკაციები იქნება და ამისთვის მზადაც არიან.  ვფიქრობ,  რომ უკრაინელი ჯარი ძალიან მარტივად მოიგერიებს", - განაცხადა ნონა მამულაშვილმა უკრაინიდან "მთავარ არხთან"  ჩართვისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები