შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მთავარი არსი ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში მთავარი არსი ასახულია.

მისივე თქმით, უპრიანი იქნებოდა, რომ რეზოლუციები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით იყოს მიღწეული.

"როგორც იცით, ფრაქციებს შორის იყო კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მოხდა რეზოლუციის ტექსტის ინიცირება „ქართული ოცნების“ მიერ. ჩემი შეფასებით, აქაც სამწუხარო არის, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი კოლეგა ამ მნიშვნელოვან რეზოლუციაშიც კი, რომელიც ეხება უკრაინას, უფრო მეტად ხედავს საკუთარ თავს და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინას და იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინას აქვს.

ვფიქრობ, მთავარი არსი ტექსტში არის ასახული და ამას არავინ დავობს. რაც შეეხება ფორმებს, ეს არის მთავარი პრობლემა, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციიის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ ფორმებზე ფიქრით, ნაცვლად შინაარსზე ფიქრისა და უფრო მეტად ასეთ რეზოლუციებში ხედავს საკუთარ დღის წესრიგს, ვიდრე უკრაინის თუ საქართველოს უსაფრთხოების საკითხს. უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი სახის რეზოლუციები, რომელიც შეეხება უსაფრთხოების ან საერთაშორისო საკითხებს, იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით მიღწეული. სწორედ ამისი მცდელობა იყო, როდესაც ფრაქციებს ჰქონდათ კონსულტაცია, თუმცა სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ვერ შედგა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები