პაატა მანჯგალაძე - არ მესმის, რატომ არ ხდება საპარლამენტო ტრიბუნის სრულფასოვნად გამოყენება

არ მესმის,  რატომ არ ხდება საპარლამენტო ტრიბუნის სრულფასოვნად გამოყენება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა,  რომლის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თითქმის თანაბარ უნდობლობას აფიქსირებს როგორც  მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციის მიმაერთ. 

მისი თქმით, ოპოზიციას კონცენტრირება ხალხის პრობლემებზე უნდა გააკეთოს და დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ სკამებისთვის არ იბრძვიან.  

"თანმიმდევრულობაში ოპოზიციას ნამდვილად გვაქვს პრობლემა და ამ მხრივ შესაძლებელია სხვა დღის წესრიგის შეთავაზება.  ამის შესაძლებლობას იძლევა საპარლამენტო ტრიბუნა და ნამდვილად არ მესმის,  რატომ არ ხდება ამ ტრიბუნის სრულფასოვნად გამოყენება. 

ორ რამეს ეფუძნება პროცესი,  კონკურენტის  მხილებას და შენი უპირატესობის ჩვენებას. ჩვენ  შეგვიძლია ორივე კომპონენტის  გამოყენება. მხილების ნაწილში საკმაოდ ვმუშაობთ, მაგრამ რა უპირატესობები აქვს ოპოზიციას და რით აჯობებს ხელისუფლებაში მისი მოსვლა, რა სიკეთეს მიიღებს მოსახლეობა ამ შემთხვევაში, ამაზე ყველას სამუშაო გვაქვს.

რაც შეეხება საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებას, ეს დაკავშირებულია ოპოზიციის გარკვეული რაოდენობის ხელმოწერებთან, მათ შორის საგამოძიებო კომისიები, მათ შორის ინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარების საკითხები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია და  ამის გამოყენება შეიძლება ერთობლივად. 

ჩვენ, ოპოზიციამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა ხალხის დასარწმუნებლად,  რომ სკამისთვის კი არ ვიბრძვით, ან „ქართულ ოცნებას“ სკამი წავართვათ, ეს კი არ არის  მთავარი თემა,  არამედ ის  ყოველდღიური პრობლემა და სატკივარი,  რაც აქვს გლეხს,  თუნდაც სოფელში, ამ პრობლემების მოგვარება, ოპონენტებთან ამ კონკურენციაში შესვლა არის  მნიშვნელოვანი" , - განაცხადა მანჯგალაძემ. 

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის  51% ფიქრობს, რომ მთავრობა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. რაც შეეხება ოპოზიციას,  გამოკითხულთა 53 პროცენტი კი არ მიიჩნევს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები