ვიქტორ ყიფიანი - ძალიან არსებითია, ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ

ცალკეული პრეტენზიები, რაც დოკუმენტის მიმართ გამოითქმება, მე ამ პრეტენზიების ავტორებს მინდა ვუთხრა, ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ - ასე აფასებს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაარეგისტრირა. 

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური შინაარსის დოკუმენტი და ამიტომ, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის არ შეიძლება გემოვნებაზე დაფუძნებული შეფასების საგანი გახდეს. „ძალიან არსებითია, რომ ეს იყოს გაწონასწორებული სიტყვის თქმა და თუ გავითვალისწინებთ, რომ დოკუმენტი არის როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ბუნების, მიმაჩნია, რომ როგორც პოლიტიკური სტანდარტების, ასევე სამართლებრივი პროექტირების, ე.წ დრაფტინგის კუთხით ის ყველა მოთხოვნას საჭიროებს. თუ დაკვირვებით წავიკითხავთ დოკუმენტს, გავაანალიზებთ მის ყველა თეზას და პრინციპს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა სათქმელი, რაც კი სათქმელი იყო ამ შემთხვევაში, ითქვა საკმაოდ შინაარსიანად და გასაგებად“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა. 

ანალიტიკოსი დოკუმენტის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ უნდა შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ. „ცალკეული პრეტენზიები, რაც დოკუმენტის მიმართ გამოითქმება, მე ამ პრეტენზიების ავტორებს მინდა ვუთხრა, ძალიან არსებითია, რომ ჩვენ ამა თუ იმ დოკუმენტით საკუთარ თავს იმაზე მეტი რისკები და გამოწვევები არ შევუქმნათ, ვიდრე გადამეტებული და გადაჭარბებული სიტყვის შედეგად შეიძლება მივიღოთ. მეორე - ვინაიდან ვაცნობიერებთ იმას, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩართული არიან ურთულეს პროცესში, რომ ეს კრიზისი დიპლომატიური გზით მოაგვარონ, ძალიან არსებითია ასევე, რომ ხელშეწყობასთან ერთად, ჩვენი ზედმეტი მეტიჩრობით მათ დამატებითი თავსატკივარი არ გავუჩინოთ. ამიტომ ესეც ალბათ ის გარემოებაა, რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ საგარეო პოლიტიკა არის სწორ დროში სწორი სწორი პრიორიტეტების შერჩევა.

ჩვენი სწორი პრიორიტეტია როგორც შეფასება მივცეთ, ასევე პროცესებს წინ არ გავუსწროთ და არ აღმოვჩნდეთ იმგვარ გამოუვალ ვითარებაში, როდესაც ვერც ჩვენ ვიპოვნით გამოსავალს და ვერც ჩვენს პარტნიორებს მივცემთ ამის საშუალებას. კიდევ რამდენიმე გარემოება, რომელიც აუცილებლად აღსანიშნია. გარდა პოლონეთისა, არ მაგონდება არცერთი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელმაც ჯერ ეს ერთი მიიღო რაიმე რეზოლუცია, დეკლარაცია თუ კომუნიკე ამ საკითხთან დაკავშირებით და მეტადრე ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი დოკუმენტის შინაარსობრივი მხარე შევადაროთ რომელიმე ასეთი დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეს. ამიტომ, აქაც ვთვლი, რომ ჩვენ, როგორც ჩვენი ქართული იმპერატივის წინაშე, რასაც ჩვენი უსაფრთხოება ჰქვია, ასევე ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ ვართ აბსოლუტურად ვალმოხდილი. ჩვენ ვართ პროცესის მონაწილე, მაგრამ ჩვენ არც იმგვარად ვართ პროცესის მონაწილე, რომ პროცესში ხმაურიანად შევიდეთ ისე, რომ არ ვიცოდეთ მისი ბოლო როგორი იქნება. ასე რომ, მე ვთვლი, რომ ასეთი გაწონასწორებული, დაბალანსებული მიდგომა ეს არის სწორედ ის ოქროს შუალედი, რომელიც შეეძლო ჩვენს პარლამენტს ამ შემთხვევაში რეზოლუციის გზით ერჩია“ - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები