კოტე ციხისთავი - რაც შეეხება გიორგი სანაიას მკვლელობის დაგეგმვას, თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო

"რაც შეეხება გიორგი სანაიას  მკვლელობის დაგეგმვას, თამაზ თამაზაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს უთხრა, ეს შენი გასაკეთებელიაო" - ამის შესახებ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის  მოწმემ კოტე ციხისთავმა   ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, ვახო სანაიას საავტორო გადაცემაში განაცხადა. 

ციხისთავის თქმით,  2001 წელს პანკისში ეთნიკური დაპირისპირების პროვოცირება მზადდებოდა, რომლის მიზანი რუსის ჯარის შემოყვანა იყო. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია  ხელისშემშლელად მიიჩნეოდა, რის გამოც მისი თავიდან მოშორება გადაწყდა.

ციხისთავის თქმით, მან  შემთხვევით მოისმინა საუბარი, რომელშიც კახეთის სამხარეო პოლიციის მაშინდელი უფროსი თამაზ თამაზაშვილი, შს მინისტრის მოადგილე კახა ბაკურაძე და ტერორისტი,  რუსეთის ფედერაციის აგენტი შოთა ჭიჭიაშვილი მონაწილეობდნენ. საუბარი დუისში შედგა, რომლის შესახებაც ციხისთავმა ვახო სანაიას გადაცემაში ისაუბრა.

"რაც შეეხება თქვენი ძმის მკვლელობას, ერთადერთი, ვინც ამ საქმეში ხელს შეგვიშლის, ეს სანაია იქნება. ეს უკვე შენი პრობლემაა. ამას უკვე თამაზაშვილი ეუბნება, ხან ბაკურაძე საუბრობს, ხან თამაზაშვილი...  უბრალოდ უთხრა, შენი გასაკეთებელია. ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ჭიჭიაშვილი სერიოზული დამგეგმავი იყო", - განაცხადა ციხისთავმა.

მისივე თქმით, "მანამდე ამბობდნენ, ეგ ყველა ვარიანტში ხელს შეგვიშლის, ეგ უნდა მოშორდეს, ძაან გრძელი ენა აქვს, გადამგდებია, უნდა იცოდნენ, გრძელი ენა სასარგებლო არააო. ზუსტ სიტყვებს ვერ გავიხსენებ, ბაკურაძეც იგივეს ამბობდა, ჭიჭიაშვილს მისცეს დავალება ბაკურაძემ და თამაზაშვილმა და ის დაეთანხმა, უთხრა, გავაკეთებო... მათ არ იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი მე მოვისმინე". 

ვახო სანაიას განცხადებით, ციხისთავმა ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია პირველად 2018 წელს ციხიდან გააჟღერა, რის შემდეგაც  ჩვენება პროკურატურასაც მისცა.  გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს პროკურორები, ჯარჯი წიკლაური და არჩილ ტყეშელაშვილი იძიებენ, თუმცა გამოძიება შედეგამდე არ მისულა.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია  2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში,  გარდაცვლილი იპოვეს.  ჟურნალისტის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ხურცილავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის 9 ივლისს დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა.  2013 წელს, გიორგი ხურცილავა, იგივე "გრეცკო",  ამინისტით გათავისუფლდა.

უახლესი ამბები