გიგი წერეთელი - ჩვენ არ გვინახავს საელჩოს შენობაში შუქი ჩაქრა თუ არა, თვითონაც მარტივად ჩააქრობდნენ

ჩვენ არ გვინახავს საელჩოს შენობაში შუქი ჩაქრა თუ არა, თვითონაც მარტივად ჩააქრობდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტის პასუხად განაცხადა, რომლის თანახმად, 26 იანვარს  საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.

"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ფეხქვეშ თელავს ყველა საერთაშორისო დოკუმენტს, ელექტროენერგიის გათიშვაზე საუბრობს, რაც მისი პროპაგანდის ნაწილია. 

"არ ვიცი, რა ვუწოდო იმას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო დოკუმენტის დარღვევას, ფეხქვეშ გათელვას, ახლა საუბრობს იმაზე, რომ თურმე საელჩოს ყოფილ შენობაში შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, ჩაქრა თუ არა. თავადაც მარტივად ჩააქრობდნენ და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ. ეს აჩვენებს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის სახეს.

მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი პროტესტი სწორი პოლიტიკური პოზიციონირება, რაც “ევროპულმა საქართველომ” გააკეთა, არის სწორი, მართალი და საჭირო პოზიცია. ამაზე რუსეთის რეაქციაც ამაზე მიუთითებს”,- განცხადა გიგი წერეთელმა.

26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები