გლდანში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ოჯახის ხუთი წევრია გარდაცვლილი, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახი სამი მცირეწლოვანი შვილით აღნიშნულ ბინაში ქირით ორი დღის გადასული იყო.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მაშველებს გაზქურის ღუმელი ანთებული და ღია დახვდათ.

„გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი მცირეწლოვანი და ორი ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ინფორმაციით, ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.

უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO (ცეო) გროვდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვეცოდინება მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

გთხოვთ, ნუ გარისკავთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების სიცოცხლით, ნუ გამოიყენებთ აკრძალულ დანადგარებს და გაზქურას გასათბობად.

დაიცავით უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.