მიტარბის საბაგიროს ავარიულად გათიშვის მიზეზებს ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური შეისწავლის

2022 წლის 6 თებერვალს მიტარბის საბაგირო ავარიულად გამოირთო და დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო, – ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ განცხადებაშია აღნიშნული.

"საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ბოდიშს უხდის ყველა დამსვენებელს ავარიის შედეგად შექმნილი დისკომფორტისთვის.

ავარიის მიზეზების შესასწავლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უშუალო დავალებით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური ინსპექციას განახორციელებს.

შიდა აუდიტის სამსახურს დაევალა, უმოკლეს ვადებში შეისწავლოს ავარიის გამომწვევი მიზეზები და შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება მკაცრი რეაგირება.

ინსპექტირების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

"მთის კურორტების განვითარების კომპანიას“ საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე, მათ შორის, ბაკურიანში საბაგიროები სამართავად აქვს გადაცემული“, – ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ განცხადებაში..

ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო დღეს გაითიშა. დამსვენებლები სამაშველო ჯგუფებმა ჩამოიყვანეს.