ევროპაში შესაძლოა, Facebook-ის და Instagram-ის მუშაობა შეჩერდეს

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების - Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს. ინფორმაციას გამოცემა Mashable კომპანიის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში კომპანია Meta სცენარს აღწერს, რომლის ფარგლებში, კომპანიას ევროპაში Instagram-ისა და Facebook-ის მუშაობის შეწყვეტა მოუწევს. ამის მიზეზი ის არის, რომ მონაცემთა გამოყენების ევროპული წესები Meta-ს საშუალებას არ აძლევს ევროპელების მონაცემები ამერიკულ სერვერებზე შეინახოს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებელთა მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიზნესის, ასევე რეკლამის ტარგეტინგის კუთხით.

ანგარიშში Meta ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს ახალი შეთანხმებების გაფორმებას იმედოვნებს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, კომპანია სავარაუდოდ, ვერ შეძლებს „რიგი პროდუქტებისა და მომსახურებების უზრუნველყოფას, ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის ჩათვლით“.

უახლესი ამბები