ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება

"ნაციონალური მოძრაობა" სემეკთან და იუსტიციის სახლთან, სადაც ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული საპროტესტო აქციას მართავს. 

ოპოზიცია იანვრის თვის გადასახადის კორექტირებას, კომუნალური გადასახადების ტარიფის დაწევასა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

"ჩვენი მოთხოვნაა, გაორმაგებული თანხა,  რაც დაარიცხეს მოქალაქეებს, დაუბრუნდეთ უკან , ასევე  ნათელა თურნავას გადადგომა, იმ მარტივი მიზეზის გამო, ის არის ამ პოლიტიკის გამტარებელი და უშუალო პასუხისმგებელი", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება.  ორივე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

უახლესი ამბები