ნინო ბურჯანაძე - მგონია, რომ ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, რადგან რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე

მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას, - აცხადებს "ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილთან ეროვნული თანხმობის ეგიდით მიმდინარე შეხვედრა დატოვა. 

მისი თქმით, ჰქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეხვედრაზე  არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ისაუბრებდა, შემოთავაზერბული  ფორმატი კი შედეგის მომტანი ვერ იქნება. 

"მგონია, რომ  ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, რადგან რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე. მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყანებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ,  თავის მოსაზრებას გვეტყოდა, თუ რა გზას ხედავს,  კრიზისიდან გამოსასვლელად.

წარსულის შეფასება  მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება", - განაცხადა  ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მას შეხვედრა პროტესტის ნიშნად არ დაუტოვებია და თუ მოქმედი ჯგუფები შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას, არ გამორიცხავს, რომ მას შეუერთდეს.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები