სერგეი ლავროვი - მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის

მოსკოვში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს და დიალოგის გზას დაუბრუნდეს.

"სერგეი ლავროვთან ერთად განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც აღვნიშნე, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკრაინის მისამართით აგრესია დაასრულოს და დიპლომატიის გზას დაადგეს, მაგრამ ნატო ძალიან მკაფიოა, თუ ეს გზა არ იქნება არჩეული, იქნება სერიოზული შედეგები რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის. თუ იქნება შეჭრა, უკრაინელი ხალხი იბრძოლებს, ეს იქნება ხანგრძლივი კონფლიქტი. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უმკაცრეს სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მკაფიოდ თქვა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ გაგრძელდება. დღეს მე აქ ვარ, რათა ვისაუბროთ ალტერნატიულ გზაზე, რომლის არჩევაც რუსეთს შეუძლია“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის უსაფრთხოებას არავინ ემუქრება და ეს სრული სიმართლეა, უკრაინას კი სრული უფლება აქვს, დაიცვას თავი, სურდეს გაწევრიანება ალიანსებში, რათა უკეთესად დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრების დროს რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთმანეთის ესმით, თუმცა ვერ იგებენ.

"ჩვენ სხვა ინტონაცია არ მოგვისმენია. მოთხოვნა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, რომლებიც განლაგებული არიან რუსეთის ტერიტორიაზე, არანაირად არ შეცვლილა ჩვენი არგუმენტების საპასუხოდ და ეს ძალიან სამწუხაროა. პრეზიდენტმა მაკრონმა დაადასტურა, რომ პუტინმა ის დაარწმუნა, რომ არ გეგმავს შეჭრას. როცა ქალბატონი მდივანი ამბობს, რომ სიტყვები არ ემთხვევა მოქმედებებს, ასეთ საუბარი საინტერესოა. იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ მუნჯის ყრუსთან საუბარი გამოგვდის, თითქოს ვუსმენთ, მაგრამ არ გვესმის. ვიგრძენი, რომ ჩვენი კოლეგები ან არ იცნობენ ამ დეტალურ განმარტებებს, ან სრულად აიგნორებენ მათ. გადახედეთ საჯარო განცხადებებს, მუქარა არსად გაჟღერებულა, თავად გვემუქრებიან. რაც შეეხება სიტყვებსა და საქმეს ჩვენ მუდამ ვადასტურებთ რომ საქმე სიტყვებს არ უნდა შორდებოდეს. თუ ვსაუბრობთ უკრაინაზე დღეს ქალბატონ მინისტრს შევახსენე, რომ ზელენსკი და მისი მინისტრები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ შეასრულებენ მინსკის შეთანხმებას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები