ნინო ლაცაბიძე - ყველა არჩევნებში რუსთავში გვქონდა დამაჯერებელი გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც მშვიდ გარემოში ჩატარდება და ღირსეულად გავიმარჯვებთ

ყველა არჩევნებში რუსთავში გვქონდა დამაჯერებელი გამარჯვება, მათ შორის ორ არჩევნებში მე თვითონ ვმონაწილეობდი და კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნებიც მშვიდ გარემოში ჩატარდება და ღირსეულად გავიმარჯვებთ - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავისა და გარდაბნის ათ თემში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნასა და კანდიდატის წარდგენაზე.

როგორ ლაცაბიძემ აღნიშნა, რადგან რუსთავის საკრებულოში "ქართულ ოცნებას” უმრავლესობა არ აქვს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მაჟორიტარის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

"ირაკლი არის ძალიან ღირსეული რუსთაველი, აქ დაბადებული და გაზრდილი. ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი განათლება და დარწმუნებული ვარ იმ გამოცდილებას, რომელიც მან კერძო სექტორში მიიღო, მოახმარს რუსთავის განვითარებას და აქტიურად იქნება ჩართული. ახლა, როდესაც რუსთავში არის განსხვავებული პოლიტიკური ვითარება და საკრებულოში არ ვართ უმრავლესობით წარმოდგენილი, ირაკლის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებისგან იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისთვის. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას. ვიქნებით საქმეზე ორიენტირებული მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში” - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები