დენის შმიგალი - უკრაინული ჯარი მზადაა ნებისმიერ დროს მტრის მოსაგერიებლად

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის გამწვავების ფონზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინელებს მიმართა.

ვიდეომიმართვაში შმიგალმა უკრაინის მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული არმია აგრესორის მოსაგერიებლად მზადაა.

შმიგალის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები რვა წელია, იცავენ საზღვრებს, დიპლომატები აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს და უკრაინელები იმის გაგებით ცხოვრობენ, რომ არსებობს საშიში და მზაკვრული მეზობელი, რომელიც მათ დაშინებას, გატეხვასა და განადგურებას ცდილობს, მაგრამ 2014 წლისგან განსხვავებით, დღესდღეობით უკრაინული არმია მზადაა.

"დღეს ჯარი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აღჭურვილობით – საწვავიდან იარაღამდე; ის, რომ შეიარაღებული ძალები მუდმივად აკვირდებიან მოვლენებს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – ჯარი მზადაა ნებისმიერ დროს მტრის მოსაგერიებლად“, – განაცხადა შმიგალმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები