კასპში თანასოფლელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული გ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს - 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები