ნათია მეზვრიშვილი - რჩება შთაბეჭდილება, რომ ბადრი ჯაფარიძე ერთიანი ოპოზიციის კი არა, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატია

ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის დაყენება მანდატის ჩამორთმევისთანავე იმპულსური იყო, რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ერთიანი ოპოზიციის კი არა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატია, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით,  ოპოზიციის ერთიანი  კანდიდატის შესარჩევად მათ პარტიასთან კონსულტაცია არ გამართულა, შესაბამისად, სპონტანურად მიღებულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.  

"ითქვა, რომ ბატონო ბადრი არის ოპოზიციის საერთო კანდიდატი, თუმცა  ჩვენ პოლიტიკურ პარტიასთან არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო ოპოზიციის საერთო კანდიდატი. ბატონი ბადრის კანდიდატურის დაყენება გუშინ მანდატის შეწყვეტისთანავე ცოტა არ იყოს იმპულსური გადაწყვეტილება იყო.  "ოცნების" ოპოზიციის კანდიდატს წარმატება უნდა ვუსურვოთ,  ჩვენ ჩვენი კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებთ, თუმცა ბატონი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ, -  ერთი,  იმიტომ რომ ჩვენთან საერთო კანდიდატზე კონსულტაციები არ ყოფილა. მეორე - ეს იყო იმპულსური გადაწყვეტილება, მესამე - დღეს ვიხილეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ისინი აპირებენ მხარდაჭერას და არგუმენტად მოიშველიეს კომისიების შექმნის შესაძლებლობა და რატომღაც შთაბეჭდილება  დარჩა, რომ ბადრი ჯაფარიძისადმი მათი მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ კომისიის შესაქმნელად არის განპირობებული. უფრო მეტიც,  შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბადრი ჯაფარიძე ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი კი არა,  ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ. პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები