დავით კირკიტაძე - რუსთავის საკრებულოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის თქმით, პარტია რუსთავში წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას იწყებს.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის საკრებულოში, სადაც უმრავლესობით „ნაციონალური მოძრაობაა“ წარმოდგენილი, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რუსთაველებისთვის მიწის ნაკვეთების დაკანონებაზე იმუშავებს. 

"რუსთავშიც დასრულდა "ქართული ოცნების" ერთპარტიული მმართველობა. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქ წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას და სწორედ რუსთავში, ისე როგორც სხვა იმ ქალაქში, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, იწყება კონკრეტული საქმის კეთება.

დღეს ჩვენ, როგორც ვპირდებოდით რუსთაველებს წინასაარჩევნოდ, ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ მათ დღეიდან შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები, რომლებიც ისედაც ეკუთვნის რუსთაველებს. ამ სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალეკო ბერიძე. ის დაიწყებს ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას და დაეხმარება მოქალაქეებს, რომ მათ ის ქონება, რომელიც ისედაც ეკუთვნით, გადაეცეთ.

ამ პროგრამას მხარი დაუჭირა რუსთაველების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ჩვენი მხრიდან მოხდება რიგი კანონპროექტების დაინიცირება, რომ ეს პროცესები დაჩქარდეს და რუსთაველებმა ძალიან მალე მიიღონ საკუთრებაში ქონება", - განაცხადა კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები