აკაკი მინაშვილი - დღეს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან

"დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს არანაირი ხედვა თუ როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა ამ რთული ვითარებიდან. არადა გამოსავალი ძალიან მარტივია, უბრალოდ პოლიტიკური ნება არ არსებობს“, - განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  ფრაქციის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა, ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრა.

"პირველი ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ამ ქვეყანაში არავითარი ინვესტიციები არ შემოვა რადგან ბიზნესს არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვს. უნდა გავუშვათ კლანის ყველა წარმომადგენელი მოსამართლე და მოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები, ვინც განიხილავს ბიზნეს საქმეებს და კერძო საკუთრების უფლების დაცვის საკითხებს. ასევე, მნიშვნელოვანია შევამციროთ ის  ხარჯები, რომელიც სახელმწიფოს აქვს. ბიუჯეტში 350 მლნ-ზე მეტი პრემიებზე და დანამატებზე იხარჯება, მაშინ როდესაც პანდემიის პერიოდში ძალიან ბევრმა მოქალაქემ სამსახურები დაკარგა ან შემოსავალი შეუმცირდა კერძო სექტორში. ეს ძალიან მძიმე დარტყმაა ჩვენი ბიუჯეტისთვის“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შემცირდეს აქციზის გადასახადი, რაც საწვავის ფასის შემცირებასაც განაპირობებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას,  გარე ვაჭრობასა და თვითდასაქმებულ მოვაჭრეებზეც გაამახვილა ყურადღება.

"იქ სადაც ტურისტული ადგილები არ არის და შესაძლოა ეკონომიკურ ინტერესს ზიანი არ მიადგეს,  უნდა მივცეთ საშუალება ადამიანებს (ვგულისხმობ გარე მოვაჭრეებს) თვითონ შექმნან დასაქმების ადგილები და მიიღონ შემოსავალი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ოპოზიციონერ დეპუტატს მიაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურებს, მინისტრებს ერთგვარად კომერციული ატაშეების ფუნქცია უნდა ჰქონდეთ.

„მინისტრებს უნდა ჰქონდეთ კომერციული ატაშეების ფუნქცია. მათი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. მაგალითად, კულტურის მინისტრმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს კი არ უნდა შეუტიოს არამედ, მოიტანოს გარკვეული პროექტები. დაფინანსება კულტურისა და სპორტის სფეროში. განათლების მინისტრმა რაღაც ახალი უნდა შექმნას განათლებაში, ახალი ინვესტიცია უნდა შემოიტანოს ამ სფეროში“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. 

მისი თქმით, უნდა გაუქმდეს ფინანსური პოლიცია და ფინანსურ დარღვევებზე უნდა მოხდეს დეკრიმინალიზაცია. „ეს არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს სუნთქვის საშუალება“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები