ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში”, სადაც ირაკლი კობახიძე შეხვედრას მართავს, დაძაბული ვითარებაა

მკვლელებო, ჯალათებო, არ შეგრჩებათ, - ამ შეძახილებით დახვდნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს  ბათუმში,  სასტუმრო "ჰილტონში", სადაც ის ქალთა ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებით ჩავიდა.  

ადგილზე  გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახის წევრები და „ნაციონალური  მოძრაობის“ დეპუტატები მივიდნენ. ისინი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა  საკონფერენციო დარბაზთან მიახლოების საშუალება მათ პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს. 

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების განცხადებით, ისინი გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პასუხს ითხოვენ. მათი თქმით,  ოჯახის წევრები დაზარალებულის უფლებამონაწილედ არ ცნეს, რათა არ ქონოდათ საქმის მასალებთან წვდომის საშუალებას.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ   სწორედ  ირაკლი კობახიძის წაქეზემით, რომელიც აცხადებდა, რომ ბათუმში "ქართყლ ოცნებას" ნებისმიერ ფასად ექნებოდა უმრავლესობა, მოხდა ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა, რასაც მისი გარდაცვალება მოყვა.  

ნუგზარ ფუტკარაძის და  ნაზი ნაზი ფუტკარაძე, რომელიც კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა, პოლიციასთან წინააღმდეგობისას შეუძლოდ გახდა. 

"მინდა, პასუხი მინდა გამცენ, რატომ მოკლეს ნუგზარი და რატომ არ იძიებენ.  ირაკლი კობახიძეა წყარო ამ ყველაფრის, მაგის წაქეზებით მოხდა ძალადობა, ჩემი ძმა მიწაშია, საკრებულო კრიზისშია", - აცხადებს ნაზი ფუტკარაძე. 

სასტუმრო "ჰილტონიდან" "ნაციონალური მოძრაობის" ორი დეპუტატი პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები