გიგი კალანდაძე - უკრაინის მთავრობა, შეიარაღებული ძალები, მოსახლეობა მზად არის გასცეს პასუხი რუსეთს ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში

უკრაინის მთავრობა, შეიარაღებული ძალები, მოსახლეობა მზად არის გასცეს პასუხი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა უფროსმა,  გენერალმა გიგი კალანდაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, დამუშავებულია ნებისმიერი შესაძლო სცენარი, მათ შორის კიევზე შესაძლო თავდასხმა და შესაბამისი საწინააღმდეგო ქმედებები წინასწარ გათვლილია. 

"დღეს უკრაინის მთავრობა შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულ მზადყოფნაშია,  იმ დონეზე, როცა ყველაფერი, ყველა სცენარი გათლილია, ყველა შესაძლო სცენარზე წინააღმდეგობის კერები არის  შექმნილი -  სამწუხარო სცენარისთვის, ფართომაშტაბიანისთვის, ასევე პროვოკაციებისთვის, ყველაფერი არის გათვალისწინებული, მათ შორის როგორ იყო 2008 წელს ჩვენთან, როგორ დაიწყეს მათ მოქმედებები, რომელიც შეიძლება ძალიან წააგავდეს, ან შეიძლება,  ეს სცენარი აღარ განვითარდეს, დამუშავდეს სხვა. მოსახლეობა, რაც მთავრია, მომზადებულია ყველანაირი წინაღმდეგობისთვის. ეს წელს არ დაწყებულა, 8 წელია, ამით კვებავენ მოსახლეობას, ეს არის ძირითადი ინფორმაცია,  რომელიც უკრაინაში არის პირველ ხაზზე. მინდა დაგარწმუნოთ, შესაბამის პასუხს მიიღებს და კოლოსალური დაზიანებით შებრუნდება რუსეთის ჯარი უკან, ყველაფერი არის გათვლილი და დეტალურად შესწავლილი", - განაცხადა გიგი კალანდაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, განსხვავებით 2008 წლის საქართველოს მოვლენებისა, უკრაინაში  ოპოზიციაც საერთო აზრს იზიარებს, რომ რუსეთი მტერია და მან საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. 

"ჩვენ მაშინ მართლა არ ვიყავით მზად  ამ ფართომასშტაბიანი შემოტევისთვის. ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი ოპოზიციის ხელმძღვანელების გამონათქვამები, აღარ მინდა ამას დავუბრუნდე, მაგრამ აქ ოპოზიციაც ერთანია, ყველა ერთიანია. აქ იციან, რომ არის მტერი, არის დამნაშავე,  არის ძალა, რომელმაც უნდა მიიღოს ცხვირში,  გაჩერდეს და შებრუნდეს უკან, საიდანაც შემოვიდა", - განაცხადა გიგი კალანდაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები