ამირან გამყრელიძე - გადავდივართ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემსუბუქებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ცხადყოფს, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას გულისხმობს.

"საბჭომ შემსუბუქებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. ჩვენ გადავდივართ იმ ეტაპზე, როცა უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვირუსთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ამან ადამიანები არ უნდა გაათამამოს. მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაციის დაცვა – პირბადის ტარება და ვაქცინაცია კვლავაც აუცილებელია.

"ომიკრონი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არავითარი მოდუნების და თვითდამშვიდების საბაბს არ გვაძლევს. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ რეკომენდაციები. სამეცნიერო წრეებში დიდი იმედია, რომ თუ აცრის მაჩვენებელი იქნება დიდი, დიდი ალბათობით ახალი აგრესიული შტამის გაჩენა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. თუ გაჩნდა ახალი შტამი, ის შედარებით მსუბუქი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, პროგნოზირება ასეთია, მაგრამ ამის მთავარი პირობაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ვაქცინირებული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები