თორნიკე შარაშენიძე - რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარებით პროცესი არ დასრულდება

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების აღიარებით პროცესი არ დასრულდება და ის გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას, -  ამის შესახებ  Front News-ს  GIPA-ს პროფესორმა, საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, პუტინის მიზანია, რომ უკრაინას დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არ ჰქონდეს. 

"ამ ტერიტორიების აღიარებით ეს პროცესი  არ დასრულდება, ეს არის გამწვავებისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი. პუტინს უნდა უკრაინის განეიტრალება საერთოდ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, მითუმეტეს სახელმწიფოსი, რომელიც დასავლეთის მოკავშირეა. მისი მიზანია, რომ უკრაინას,  დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება აღარ  ჰქონდეს. ამისათვის კი მხოლოდ ტერიტორიების აღიარება არ კმარა,  არ მგონია,  კიევზე დარტყმა განახორციელოს, თუმცა ვფიქრობ, ამას არ დასჯერდება  და გააგრძელებს უკრაინაზე ზეწოლას", - განაცხადა შარაშენიძემ. 

მისი თქმით,  საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოში მოგვარებული აქვს ყველაფერი. 

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პოზიციას, შარაშენიძე აცხადებს, რომ კრიტიკას იმსახურებს, თუმცა  მასობრივი ხარაკირის გამოცხადება არასწორია. 

"არაფერი მნიშვნელობა არ აქვს როგორ მოიქცევა საქართველოს მთავრობა, ეს  გავლენას ვერ მოახდენს პროცესებზე ვერც უკრაინაში და ვერც საქართველოში. რა უნდა ქნას? ეჩხუბოს რუსეთს, შეეშინდება გაიქცევა, თუ ჯარს გაიყვანს?  არ მიმაჩნია კატასტროფულად  რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს. შეიძლება გააკრიტიკო,  მაგრამ ამის გამო მასობრივი ხარაკირის გამოცხადება არასწორია", - განაცხადა შარაშენიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები