ემილ ავდალიანი - თუ დასავლეთის ქმედითი დახმარება არ იქნა, მგონია, რომ უკრაინას გაუჭირდება დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების შეკავება

თუ დასავლეთის ქმედითი დახმარება არ იქნა, მგონია, რომ უკრაინას გაუჭირდება დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების შეკავება, -  ამის შესახებ Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ემილ ავდალიანმა განუცხადა. 

მისი თქმით, პუტინი კიევის აღების გარეშე თავის მისიას შესრულებულად არ ჩათვლის.

"მოსალოდნელია, რომ ბრძოლა გაგრძელდება კიევის მიმართულებით,  კიევის აღების გარეშე პუტინი თავის მისიას შესრულებულად არ ჩათვლის.  ეს მისია კი,  მისი განცხადებთ, უკრაინის ხელისუფლების შეცვლა და იქ ახალი, რუსული წესრიგის დამყარებაა. 

ძალიან სამწუხარო ვითარებაა, მგონია რომ რუსეთი ფართომასშტაბიან მოქმედებებზე გადავა.  უკრაინას მოუწევს კიევისა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლა.  თუ დასავლეთის ქმედითი დახმარება არ იქნა, მგონია, რომ უკრაინას გაუჭირდება დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების შეკავება“,  - განაცხადა ემილ ავდალიანმა. 

რუსეთმა დღეს უკრაინას ომი გამოუცხადა. პუტინის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები