მამუკა არეშიძე - პრემიერს შეიძლება ფორმა დაუწუნო, მაგრამ შინაარსი სწორია

ძალიან ბევრია ახლა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებენ უკრაინელები, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლება - ამის შესახებ Front News-ს, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში  მამუკა არეშიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, უკრაინაში განვითარებული მოვლენები უკვე გასცდა 2008 წელს საქართველოს ომის სცენარს. 

"სიტუაცია ისე ვითარდება, რომ  2008 წლის ომთან  შედარება, მიუხედავად ბევრი მსგავსებისა,  უკვე აღარ შეიძლება, ძალიან სერიოზული განსხვავებები გამოჩნდა,  როგორც რუსეთის, ისე დასავლეთის ქცევაში.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კრიზისამდე დასავლეთი ძალიან კონსოლიდირებული ჩანდა, ამ 2 დღის განმავლობაში ჯერჯერობით მისი პოზიცია არის ძალიან "უკბილო". 

ეტყობა,  სხვადასხვა გაკვეთილი გამოიტანეს დასავლეთმა და რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს გაკვეთილიდან.   მახსოვს, 13 აგვისტოს ბუშის განცხადება, ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, რომელიც იყო პირდაპირი სამხედრო მუქარა რუსეთის მიმართ, თუ ის არ შეწყვეტდა აგრესიას.  ბევრი ელოდა გუშინ ბაიდენის განცხადებას, ამ "სეფე სიტყვაში" არ გამოჩნდა ის სიძლიერე, რისი მოლოდინიც არსებობდა. 

მე მგონი, პუტინმა გაითვალისწინა ის, თუ მაშინ რატომ არ მოხდა თბილისის დაკავება. თბილისში ჩამოსული იყვნენ მსოფლიო ლიდერები, რასაც ახლა კიევში ვერ ვხედავთ. მაშინ არც დასავლეთის ქვეყნების საელჩოების ასეთი მასობრივი გაყვანა არ მომხდარა... 

ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაძლებენ უკრაინელები, პირველ რიგში,  მისი ხელისუფლება. რომელიც ჯერჯერობით არ მიდის დათმობაზე, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე უარის თქმას, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანი. 

შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ქონდეს კიევის დაკარგვას, თუ ასეთი მოხდება,  რაც ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ უკრაინას დიდი ტერიტორია აქვს და  შეუძლია სხვა მიმართულებიდანაც აწარმოოს საბრძოლო მოქმედებები", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.  

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ინფორმაციაც ქონდა და მომზადების დროც, მისი  ზოგიერთი სამხედრო მიმართულება დაუცველი აღმოჩნდა.

"ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს იქ, სადაც უკრაინის არმია უკეთ იყო განლაგებული, დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტებზე. ბელორუსის საზღვრის მონაკვეთი დაუცველი აღმოჩნდა, საიდანც შემოვიდნენ დიდი დაბრკოლების გარეშე", - აღნიშნა არეშიძემ. 

რაც შეეხება რუსეთის მხარეს ჩეჩნების შესაძლო მონაწილეობას, არეშიძის თქმით, კადიროვის ხელისუფლებისაგან ეს მოსალოდნელი იყო. 

"ჩეჩნური ბატალიონის დიდი ნაწილი უკრაინაში დაიღუპა, როდესაც უკრაინის მხარეს იბრძოდა, კადიროვის ხელისუფლებისაგან მეტს არ უნდა ველოდოთ არაფერს" - განაცხადა არეშიძემ. 

რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას უკრაინის თემასთან დაკაშირებით,  არეშიძის მიიჩნევს, რომ ნამდვილად სჯობდა,  პრემიერს სათქმელის ფორმა შეერჩია. 

"შეიძლება ფორმა დაუწუნო, მაგრამ შინაარსი სწორია. თუ უკრაინაში მიაღწევს რუსეთი გამარჯვებას, აუცილბლად დადგება საქართველოს რიგიც,  რაც არ უნდა ფრთხილად ვიყოთ. ამიტომ საჭიროა, შესაძლოა,  დროის გაჭიმვაც. რაც გაკეთდა განცხადებები შეიძლება გაკეთებულიყო ცოტა სხვა ფორმით, თორემ შინაარსი,  გასაგებია, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, მოზომილი პოლიტიკით მივუდგეთ მიმდინარე მოვლენებს, ყველაზე წინ ხტუნაობა არ უნდა დავიწყოთ, როგორც გვჩვევია და საკუთარი ქვეყნიდან საცდელი ლაბორატორია არ უნდა მოვაწყოთ. შევხედოთ როგორ იქცევიან ჩვენი პარტნიორები. ევროკავშირისა და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ქცევის ფონზე, უბრალოდ,  გადასარევად ვიქცევით", - განაცხადა მამუკა  არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები