გიორგი გობრონიძე - პრემიერის ამგვარი რიტორიკა ჩვენ გვწირავს საერთაშორისო იზოლაციისთვის

პრემიერის ამგვარი რიტორიკა ჩვენ გვწირავს საერთაშორისო იზოლაციისთვის, - ამის შესახებ Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა  გიორგი გობრონიძემ  განუცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერი ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნების რიტორიკას იმეორებს. 

"საქმე არ ეხება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებულ პრობლემას, საუბარია იმაზე,  რომ  სახელმწიფოს მეთაური არ უნდა საუბრობდეს ამ ტონალობაში დასავლელ  პარტნიორებზე, რომელმაც მართლაც საოცრება შეძლეს რუსეთის შეკავების საკითხში. არ უნდა ლაპარაკობდეს,  რომ სანქციებს აზრი არ აქვს, არ უნდა იმეორებდეს ამით  სერგეი ლავროვის რიტორიკას. პრემიერის ეს განცხადებები არც ქვეყნის მიზნებს ემსახურება, არც სიმართლეა და ზოგადად არ შეიძლება ასეთი  აქცენტები გააკეთო,  როდესაც საუბარია მეგობარ და ალბათ, ყველაზე ახლო პარტნიორ ქვეყანაში მიმდინარე რუსულ ოკუპაციაზე, მით უფრო როდესაც იქ ქვეყნის მეთაური ხარ,  რომლის  20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  პრემიერის ამგვარი რიტორიკა ჩვენ გვწირავს საერთაშორისო იზოლაციისთვის. ჩვენ როდესაც დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორები, მათც ექნებათ თავისი საქმე, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ექნებათ თავისი საქმე და პრობლემა გვექნება ჩვენ“ , - განაცხადა გობრონიძემ. 

მისივე თქმით, ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი ასეთი სიამაყოთ არ უნდა საუბრობდეს რუსეთზე არსებულ ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე.

"ასეთი სიმაყით არ უნდა ესაუბრა რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებაზე. მის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, პირიქით, მისი ადმინისტრაციის დროს ერთი ორად გაიზარდა  ქართული ეკონომიკის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება. შესაბამისად, კეთილი უნდა ინებოს და ეკონომიკურ პოლიტიკაში  მიღებული გადაწყვეტილებების გამო პასუხი აგოს.  სააკაშვილის ადმინისტრაციას აკრიტიკებენ, რომ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადასცა, მაგრამ მისი მმართველობის შემდეგ  გაიზარდა კიდევ უფრო მეტად რუსეთზე ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება. ეს არ არის საამაყო გადაწყვეტილება,  ეს არის სტრატეგიული შეცდომა და შეცდომას უნდა მოყვეს პასუხისმგებლობა, პოლიტიკური იქნება ეს თუ სხვა ტიპის,   სულ მცირე პირადი  პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმაზე, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მიბმულია  ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ მოცემულობამდე ქვეყანა მიიყვანა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ეკონომიკურ დივერსიფიკაცის პოლიტიკაზე აბსოლუტურმა უარმა“, - განაცხადა გობრონიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები