ოთარ თოიძე - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვება

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილთან ექიმების შეშვება, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ კონსილიუმის წევრი ექიმი ოთარ თოიძე აცხადებს.  

მისი თქმით,  ექიმებისთვის  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, თუ მას დაუდასტურდება კოვიდ-19,  ეს გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმებას. 

ექიმის ვარაუდით, ტემპერატურის ცვლილება შესაძლოა, გამოწვეული იყოს მისი თანმხლები დაავადებების შედეგად. 

"საიდან შეიძლება მას ქონდეს კოვიდი, როდესაც ვიცით,  რომ იმყოფება იზოლაციაში? მასთან შეშვება ხდება მხოლოდ ტესტირების შემდეგ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფექცია შიდა პერსონალიდან არის მიღებული. 

ნებისმიერ შემთხვევაში,  ის უნდა ნახოს ექიმმა, ვისაც ის ადრეულ სტადიებზე ყავს ნანახი, ანუ, ვინც იცის მისი ნევროლოგიის დინამიკა. ისედაც მძიმე დაავადება სჭირს ბატონ მიხეილს, გართულდება ის სიმპტომები, რომელიც მას აქვს, ეს არის სიარულის გართულება, დიდხანს დგომის შეუძლებლობა, თვალის მამოძრავებელი ნერვების დამბლა“, - განაცხადა თოიძემ.  

პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან მეორე დღეა, არავის უშვებენ, რის მიზეზადაც მის ტემპერატურის ცვლილებას ასახელებენ.  ექსპრეზიდენტს, რომელიც 21 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, გუშინ  ჩაურატდა „პსრ“ ტესტი, რომლის პასუხი, როგორც აცხადებენ,  ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები