იოსებ არჩვაძე - 2008 წელს უკრაინის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო, მასზე მოდიოდა უკრაინის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 23%, ხოლო რუსეთის ფედერაციაში იმ წლის უკრაინის ექსპორტი საქართველოს 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26-ჯერ აღემატებოდა

არ ვეხები საქართველოს მესამე პრეზიდენტის „გამოზრდილი“ უკრაინული საკანონმდებლო ორგანოს ამ წამყვანი დეპუტატის განცხადების პოლიტიკურ ქვეტექსტს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ოკუპაცია მოახდინა, უკრაინის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რუსეთის ფედერაცია იყო, მასზე მოდიოდა უკრაინის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 23 პროცენტი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში იმ წლის (2008 წლის!) უკრაინის ექსპორტი საქართველოს 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26-ჯერ აღემატებოდა. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობით უკრაინა საქართველოს „მხოლოდ“ 12-ჯერ უსწრებს - წერს ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის ნებართვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც იოსებ არჩვაზე აღნიშნავს, რუსული მხარის ასეთი ვირეშმაკული განცხადება მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის სავალალო მდგომარეობისა და სანქციების ალყაში მოქცევის გადაფარვის მცდელობა არაა - იგი გარკვეულწილად მიზნად ისახავს საქართველო წარმოაჩინოს, როგორც რუსულ ფარვატერში მოძრავი სახელმწიფო. მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ერთსულოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერის ყველა ასპექტით, საერთაშორისო დონეზე ჩვენი სახელმწიფო მხარს უჭერს უკრაინას და ყველა იმ რეზოლუციას, სადაც დაგმობილია რუსეთის აგრესია ამ ქვეყნისა და მისი თავისუფლებისმოყვარე და მამაცი ხალხისადმი. 

„საქართველო ღია, გახსნილი ეკონომიკაა, 140-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ამასთან, ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ლიდერის ყვითელი მაისური, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, 2006 წლიდან ჩვენს სამხრეთელ მეზობელს - თურქეთს უკავია. ოდესღაც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი - რუსეთის ფედერაცია, რომელზეც 1980-იან წლებში მოდიოდა ჩვენი ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60 პროცენტზე მეტი, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს - 30 პროცენტი, ამჟამად 11.4 პროცენტით მხოლოდ მეორე ადგილზეა. ბოლო პერიოდში უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები შეექმნა. ასეთ პირობებში ამ ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს შეამციროს ქვეყნისათვის მიყენებული ეკონომიკური და რეპუტაციული ზარალი. ერთერთ ასეთ ნაბიჯად უნდა აღვიქვათ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის ნებართვის თაობაზე. ბაზრის გაფართოება ნებისმიერი ბიზნესის იმანენტური სურვილია და ამ მხრივ ქართული მხარე 2020 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსულ ბაზარზე ქართული ცხოველური წარმომავლობის პროდუქციის დაშვების თაობაზე. მაგრამ რუსული მხარის ამჟამინდელი თანხმობის დეკლარირება რუსული მხარის კეთილი ჟესტის გამოხატულება კი არაა, არამედ მცდელობაა, მსოფლიო სანქციებით ალყაშემორტყმულმა, დანარჩენ მსოფლიოს და თავის შიდა მომხმარებელს ამცნოს: „ჩვენ მარტო არა ვართ, აი, ქართული მხარე მოდის ჩვენთან თანამშრომლობაზე, სურს თავისი პროდუქცია შემოიტანოს რუსულ ბაზარზე და ვაძლევთ ამის ნებას!“ მაპატიეთ და რუსული მხარის ასეთი ვირეშმაკული განცხადება მხოლოდ საკუთარი ეკონომიკის სავალალო მდგომარეობისა და სანქციების ალყაში მოქცევის გადაფარვის მცდელობა არაა - იგი გარკვეულწილად მიზნად ისახავს საქართველო წარმოაჩინოს, როგორც რუსულ ფარვატერში მოძრავი სახელმწიფო. არადა, საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებლები არც კი აპირებენ რუსულ ბაზარზე ოპერირებას. ამ ეტაპზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში რძისა და რძის პროდუქტების მოხმარების მეოთხედზე მეტი იმპორტზე მოდის, აღნიშნული პროდუქციის საექსპორტო ექსპანსია მხოლოდ მომავლის საქმეა. ჯერჯერობით, უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად აღნიშნული პროდუქციის წარმოებისა და იმპორტის თითქმის გაორმაგებაა საჭირო. ეტყობა, რუსული სააგენტოების გავრცელებულმა ინფორმაციამ „ქართული რძის პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლის თაობაზე“ მაინც „იმუშავა“ უკრაინის სახელისუფლებო წრეებზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის რადას ერთერთმა წამყვანმა დეპუტატმა დავით არახამიამ ამ ინფორმაციის საფუძველზე თავისი ტირადით ქართული მხარე გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ 2008 წელს, როდესაც მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს ომი, ყველაფერი გააკეთა საქართველოსადმი სოლიდარობის მიზნით. მე არ ვეხები საქართველოს მესამე პრეზიდენტის „გამოზრდილი“ უკრაინული საკანონმდებლო ორგანოს ამ წამყვანი დეპუტატის განცხადების პოლიტიკურ ქვეტექსტს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ოკუპაცია მოახდინა, უკრაინის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი რუსეთის ფედერაცია იყო, მასზე მოდიოდა უკრაინის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 23 პროცენტი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში იმ წლის (2008 წლის!) უკრაინის ექსპორტი საქართველოს 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26-ჯერ აღემატებოდა. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის რაოდენობით უკრაინა საქართველოს „მხოლოდ“ 12-ჯერ უსწრებს. საქართველოს და მის ხალხს კარგად აქვთ განვითარებული მადლიერების, სოლიდარობისა და სამართლიანობის გრძნობა. ქართული საზოგადოება ერთსულოვანია უკრაინისადმი მხარდაჭერის ყველა ასპექტით. საერთაშორისო დონეზე ჩვენი სახელმწიფო მხარს უჭერს უკრაინას და ყველა იმ რეზოლუციას, სადაც დაგმობილია რუსეთის აგრესია ამ ქვეყნისა და მისი თავისუფლებისმოყვარე და მამაცი ხალხისადმი. იმედია, ამას კარგად ხედავენ უკრაინის ხელისუფლებაში და მესამე ძალის ინსინუაციები, მცდელობა, უნდობლობა და უკმაყოფილება ჩამოაგდონ ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის, განწირულია ჩასაფუშად“ - წერს იოსებ არცვაძე Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები