მამუკა არეშიძე - ასეთ გამოწვევებზე თუ წინასწარ არ არის ხელისუფლება მზად, შემდეგ მაინც უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება

ხელისუფლების შეცდომები ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ აკრიტიკოს, მაგრამ ახლა, ასეთ ვითარებაში ხელისუფლებაზე დარტყმა  ქვეყანას ასუსტებს, ხელისუფლებას კი არა, - ამის შესახებ    Front News-ს ექსპერტმა  კავკასიის საკითხებში  მამუკა არეშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანას დღეს მრავალი მიმართულებით არის საფრთხის ქვეშ. 

"დღეს ჩვენ გავდივართ დანის წვერზე. საფრთხეები მრავალი მიმართულებით  არსებობს.  ხელისუფლების შეცდომები ოპოზიციას აძლევს შესაძლებლობას, რომ აკრიტიკოს. გარდა ამისა, ეს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მტრებს ქვეყნის გარეთაც,  რომ ეს შეცდომები სათავისოდ გამოიყენონ და შესაბამისი განცხადებები გააკეთონ. კარგად ვხედავ, რუსეთი როგორ გვიქმნის პროვოკაციულ ველს.  კიდევ კარგი, რომ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოსთან ერთად მოლდოვაც ვერ მოხვდა, თორემ ესეც გახდებოდა კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი. 

ოპოზიცია ყველა გარემოებას იყენებს, რომ ხელისუფლება ცუდ მდგომარეობაში ჩააგდოს, მართალია, ამის მიზეზს აძლევს  ხელისუფლება,  მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ახლა,  ასეთ ვითარებაში ხელისუფლებაზე დარტყმა  ქვეყანას ასუსტებს, ხელისუფლებას კი არა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ. 

მისი თქმით,  შექმნილ გამოწვევებზე პირველ რიგში სწორი რეაგირება ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს, რადგან ეს მისი მოვალეობა და ამის რესურსი მას აქვს.  

"ხელისუფლებისაგან უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოვითხოვ, ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ ამ დაპირისპირების საფუძველი აღმოფხვრას, ყოველ შემთხვევაში,  ძალიან შეასუსტოს. 

რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არ არის მომგებიანი ჩვენთვის, ის რომ ჩვენ უკრაინასთან აბსოლუტურად მართლები ვართ, ამაზე კამათიც კი არ ღირს, მაგრამ ხელისუფლება თავისი განცხადებებით ოპოზიციას ამაზე საუბრის მიზეზს აძლევს.  

რაც რძის ნაწარმთან დაკავშირებით მოხდა, თუ გათვლილი არ გაქვს ასეთი ტიპის გამოწვევები, მყისიერი რეაგირებაა საჭირო და უადგილოა ისეთი განცხადება, რაც  სოფლის მეურნეობის მიონისტრმა  გააკეთა.  ასეთ საკითხებზე  პოლიტიკური პასუხის გაცემა და არა სამეურნეო პასუხის“ , - განაცხადა არეშიძემ. 

მისი თქმით, ქვეყანისათვის გამოწვევაა რუსეთიდან მასობრივად შემოსული მოქალაქეების ტალღა, ასეთ გამოწვევებზე თუ წინასწარ არ არის ხელისუფლება მზად, შემდეგ მაინც უნდა მოახდინოს მყისიერი რეაგირება.  

"რასაკვირველია, არ იყო სახელმწიფო მზად ამისთვის, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ გქვია, რომ ყოველთვის მზად იყო ასეთი ტიპის გამოწვევებისთვის. თუ არ მხარ მზად, მყისიერი რეაქვია მაინც უნდა მოახდინო, რომ ასეთი ტიპის გამოწვევებს პასუხი გასცე.  ხელისუფლებას აქვს ამის რესურსი და ამას არ იყენებს“, - განაცხადა არეშიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები