რუსეთი ჩინეთს სამხედრო ტექნიკით დახმარებას სთხოვს

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა. 

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამხედრო დახმარებაზეა საუბარი.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის ფედერაციამ ჩინეთს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად სამხედრო ტექნიკა სთხოვა და როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლი შეშფოთებულია იმით, რომ პეკინმა შესაძლოა, კვლავ შეარყიოს დასავლეთის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად. 

ოფიციალური პირების ვარაუდით, ომის მესამე კვირას არსებობს იმის ნიშნები, რომ აგრესორს შეიარაღების რიგი სახეობები ამოეწურა. 

თეთრ სახლს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, ინფორმაციას არც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩო გამოხმაურებია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები