უკრაინელმა სპეცრაზმელებმა მელიტოპოლის მერი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის მერის გათავისუფლების ოპერაცია წარმატებით განახორციელეს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო წერს.

"მეგობრებო, კარგი ამბავი ზაპოროჟიედან. მელიტოპოლის მერის ივან ფიოდოროვის გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა“, - წერს ტიმოშენკო.

მისივე თქმით, ფიოდოროვს და ზელენსკის შორის საუბარი შედგა.

ტიმოშენკოს ინფორმაციით, ივან ფიოდოროვი ქალაქის მერის მოვალეობის შესრულებას მალე დაუბრუნდება.

ივან ფიოდოროვი ოკუპანტებმა 11 მარტს გაიტაცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები