დავით ხაჯიშვილი - ვითხოვთ პასუხს ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ხაჯიშვილი მმართველ პარტიას ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში და მის გარდაცვალებაში ადანაშაულებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში სდებს ბრალს.

"ჩვენ გვაინტერესებს პასუხები ახლა და აქ - რატომ არიან დამნაშავეები დაუსჯელები, დღემდე თქვენსავე უწყებაში რატომ იკავებს მაღალ თანამდებობას დავით რიჟვაძე, რომელიც არის მთავარი ეჭვმიტანილი ამ საქმეში. ეს პასუხები აინტერესებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ამ პასუხებს ითხოვს ბათუმის უმრავლესობა“, - მიმართა მან შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.

დავით ხაჯიშვილის განცხადებით, მიუხედავად რეპრესიებისა, ბათუმი  იყო პირველი ქალაქი არჩევნებამდე, რომელმაც შეძლო გაცილებით ადრე შეექმნა საერთო ოპოზიციური ერთობა, რომელთაც ჰყავდათ მერობის შეთანხმებული კანდიდატი და ასევე შეთანხმებული მაჟორიტარები.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებითაც კი, 60%-ზე მეტმა ბათუმში მხარი დაუჭირა ცვლილებებს. 19 მანდატი ერგო ოპოზიციას და ოპოზიციის მერის კანდიდატი გავიდა პირველ ადგილზე. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა თანამშრომლობისა ოპოზიციაში მყოფ ქართულ ოცნებასთან ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ 19 ოქტომბერს ბათუმში მყოფმა ირაკლი კობახიძემ  საჯაროდ განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულოში მათ ეყოლებოდათ სტაბილური უმრავლესობა და ამაზე მუშაობდნენ. რამდენიმე დღეში განცხადებიდან დაიწყო ზეწოლა საკრებულოს ოპოზიციურ წევრებზე, მათ შორის ნუგზარ ფუტკარაძეზე. მალევე გახარიას პარტიის ერთი წევრი გადაიბირეს. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვგარეშე გაყალბებით წაგვართვეს მერის არჩევნების მეორე ტური, 5 ნოემბერს გიორგი კირთაძემ საკრებულოს ახალარჩეულ ყველა წევრთან ერთად გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს საკრებულოს წევრების მოსყიდვას და გადაბირებას. ამ ყველაფრის უკან დგას თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, რომელიც მაღალჩინოსანი პოლიციელია აჭარაში. 

ყველაფრის მიუხედავად ნუგზარ ფუტკარაძეზე გაგრძელდა ზეწოლა და იგი ამ ზეწოლას შეეწირა. გასაჯაროებული ჩანაწერებიდან, რომლის ავთენტურობაც ეჭვქვეშ არავის დაუყენებია, ნათლად ჩანს, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს სთავაზობდნენ ქრთამს კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ, მაგრამ დღემდე გამოძიების შედეგები არ დადებულა“, - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.   

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები