ჭიათურის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა

სსიპ ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი მიმდინარე წლის 14 თებერვალს იყო გამოცხადებული და მასში მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, რომლის სარეკომენდაციო საბჭოსათვის წარდგენა შემდგომი შეფასებებისათვის კულტურის სამინისტრომ, მოცემული კანდიდატის სამხატვრო ხელმძღვანელად წარსულში მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ ჩათვალა. 

"შესაბამისად, „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით და დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სამინისტრომ მიიღო მოცემულ თეატრში კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები