გიორგი რუხაძე - უკრაინის ომი აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, ძალიან გასაგებად გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის და ბელარუსის მხარეს

რა პროგნოზები არსებობს უკრაინის ომთან დაკავშირებით, სად დგას საქართველოს ხელისუფლება და რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას უსაფრთოების ახალ არქიტექტურაში? - ამ და სხვა საკითხებზე Fronს News-ს  რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი რუხაძე ესაუბრა.  

- უკრაინის ომთან დაკავშირებით სხვადასხვა პროგნოზები კეთდება, ანალიტიკოსების ერთი ნაწილი რუსეთს დამარცხებულად აცხადებს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი  უკან დახევას აპირებდეს, თქვენ რას იტყვით, როგორია თქვენი შეფასება?

- პროგნოზების გაკეთება ძნელია, შესაძლოა,  რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიხილოთ შეთანხმება, რაც დასრულდება ცეცხლის შეწყვეტით, თუმცა არა ომის დასრულებით, თუმცა შესაძლოა,  ასეთი შეთანხმება ვერც შედგეს და გაგრძელდეს საომარი მოქმედებები. ერთ რამ, რაც ცხადია, არის ის,  რომ რუსეთმა სწრაფი გამარჯვება ვერ მოიპოვა და მეორე,  რომ უკრაინას შესწევს ძალა დაიცვას დიდი ქალაქები. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება,  საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხნით. 

- მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ჩანს, რომ რუსეთი უკან დახევას არ აპირებს და  ქალაქების დაბომბვას ისევ აგრძელებს,  რისი თქმა შეგიძლებათ ამ სტრატეგიაზე?

- რადგანაც მისმა პირვანდელმა გეგმამ კრახი განიცადა, ახლა ის ცდილობს შეცვალოს  ტაქტიკა და დარტყმები განახორციელოს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ უფრო მეტად სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რაც გაუძნელებს უკრაინულ მხარეს სამხედრო მოქმედებების წარმოებას, დახოცავს ადამიანებს და პანიკაში ჩააგდებს ქალაქის ხელმძღანელობებს, ისევე როგორც უკრაინის მთვრობას. ბუნებრივია, როდესაც ადამიანები იღუპებიან, ეს ხელისუფლებაზე განხორცილეებული ზეწოლაა, ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, რომ როგორმე ეს ხოცვა-ჟლეტა შეაჩეროს. ამ კომპონენტის გამოყენებას ცდილობს რუსეთი, ის არ ჩერდება, ვიდრე თავის სამხედრო მიზნებს არ მიაღწევს, თუმცა  უკვე მეოთხე კვირაა, რაც ეს  ომი მიმდინარეობს და ჩვენ ვხედავთ უკრაინის  მედგარ წინაღდეგობას.  ვერავინ წარმოიდგენდა  მოვლენების ასეთ განვითარებას. დროის გასვლასთან ერთად, ვხედავთ, რომ  უკრაინული სამხედრო ძალები უკეთეს ფორმაში არიან და მეტი იარაღი აქვთ და პირიქით,  რუსეთის სამხედრო ძალები უარეს მდგომარეობაში არიან,  როგორც ლოჯისტიკისა და იარაღის,  ასევე სამხედრო სულისკვეთების თვალსაზრისით.  

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის გადაცემას, რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა?

- ეს არაფერს ცვლის, რუსეთი ყოველთვის იყო წინააღმდეგი უკრაინისთვის რაიმე სახის იარაღის გადაცემის, შესაბამისად, მათ თუ შეეძლოთ,  ეს გადაცემა აღეკვეთათ, აქამდე აღკვეთავდენ. თუ ისინი იარაღის განადგურებას შეეცდებიან არა უკრაინის ტერიტორიაზე, ეს უკვე არის ომის გამოცხადება ნატოსთვის. პოლონეთით თუ გადადის იარაღი  და პოლონეთში დაარტყამს კოლონას,  ეს ნიშნავს პოლონეთზე თავდასხმას და  ამას რუსეთი ვერ გაბედავს.  ის შეეცდება,  როგორღაც როდესაც უკრაინაში  ეს ტექნიკა შევა, იქ გაანადგუროს და არა უკრაინის გარეთ. უკრაინის გარეთ ეს იქნება მისთვის სრული კატასტროფა. 

- რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს  და  იმას რამდენად ადეკვატურია საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არსებული საფრთხეების გათვალისწინებით? 

- რა თქმა უნდა, საქართველოში საფრთხე რუსეთიდან ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს.  ბუნებრივია, ომი მიმდინარეობს უკრაინაში და რუსეთის მხრიდან პროვოკაციების ალბათობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს.  იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვითხოვდეთ დაახლოებით იგივე  მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინა იღებს დასავლეთისგან, ჩვენ ვართ რაღაც მდუმარე რეჟიმში და ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ არანაირი საფრთხე არ გვემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიქცევით.  სულელი უნდა იყოს ადამიანი, ეს რომ დაიჯეროს. უკრაინაც კარგად იქცეოდა, არც ნატოში მისი წევრობა იდგა დღის წესრიგში, არც ევროკავშირზე იყო საუბარი, არც პროვოკაციაზე წამოგებულან, არც გაუსროლიათ რუსული საჯარისო დანაყოფების მიმართულებით, მაგრამ რუსეთმა ომი მაინც დაიწყო. შესაბამისად, სულელი უნდა იყო, რომ ამ ლოგიკას გაყვე, რომ შენ თუ ხმას არ ამოიღებ, იქნები დაცული.

რაც უფრო ხმამაღლა ილაპარაკებ საფრთხეებზე, რაც უფრო მოუწოდებ დასავლეთს,  რომ დროულად მოგაწოდოს შესაბამისი შეიარაღება და დახმარება, ამით უფრო შეამცირებ რუსეთიდან თავდასხმის ალბათობას. 

უკრაინა საკმაოდ დიდი ქვეყანაა და რუსეთს ართმევს სერიოზულ სამხედრო და ეკონომიკურ რესურსს და აქედან გამომდინარე, თუ ეცოდინება, რომ საქართველოშიც ანალოგიურ წინააღმდეგობას წააწყდება, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამს, იქედან გამომდინარე, რომ სერიოზული დანაკარგები ექნება, მაგრამ თუ ეცოდინება, რომ საქართველო ჩუმად იქნება და წინააღმდეგობას არ გაუწევს, ბუნებრივია, ის მაშინ გადადგამს ნაბიჯს, როცა დაჭირდება. 

ჩემი აზრით, ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, არ არის ქვეყნის დაცვაზე ორიენტირებული. ეს არის არა სიფრთხილის,  არამედ შიშის პოლიტიკა. როგორც შიშისგან პარალიზებული ადამიანი, ან ცხოველი არის გაშეშებული ერთ ადგილას და არ იცის, რა გააკეთოს. ამას ცხედავთ ჩვენ საქართველოს მთავრობის სახით. 

- საუბარია ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შესახებ, რა ადგილი შეიძლება დაიჭიროს მასში საქართველომ და რას უნდა აკეთებდეს უკვე, რომ ამ პროცესების მიღმა და ისევ რუსული გავლენების ქვეშ არ აღმოჩნდეს? 

- ამის საფრთხე არსებობს, იქედან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს აქვს ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი, რომელიც გადახრილია რუსეთისკენ. იმის ნაცვლად, რომ მაქსიმალურად გადაიხაროს უკრაინისა და დასავლეთისკენ. 

თუ ჩვენ გვინდა იმ ახალი სამხედრო თუ უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი ვიყოთ, რომელიც ახლა ყალიბდება ევროპაში, ის ან ახალი ალიანსების სახით მოგვევლინება, მცირე ზომის ალიანსების,  თუ სხვა ტიპის უსაფრთხოების ქოლგების, ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენ აქტურად ვიყოთ ჩართული დასავლური სახელმწიფოების ქმედებებსა და დინამიკაში და აქტიურად პოზიციონირებდეს საქართველო უკრაინის მხარდამჭერად და დამცველად. როდესაც პირველი დონის განცხადებები გააკეთეს ჩვენი ზომის, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებმა, იქ უნდა ყოფილიყო საქართველოს ხმაც, როდესაც სამი ქვეყნის პირველი პირები ჩავიდნენ კიევში, იქ უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის პირველი პირი. იქ ზუსტად ის განმეორდა, რაც მოხდა თბილისში 2008 წელს. როდესაც ნატოს რამდენიმე სახელმწიფოსა და არანატოს - მეგობარი ქვეყნის, მაგალითად უკრაინის პირველი პირი თბილისში ჩამოვიდა და იმისთვის,  რომ თბილისი დაეცვა რუსული აგრესიისგან.  იმიტომ, რომ ნატოს  წევრი ქვეყნის პირველ პირს რომ ესვრი ბომბს, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია. შესაბამისად, ამით დაიცვეს მათ თბილისი. როდესაც გამოაკლდები ასეთ დინამიკას, შემდეგ ახალ უსაფრთხოების ქოლგაში  ვეღარ მოხვდები. ჩვენ გვიყურებენ, ხელისუფლების ყველა ნაბიჯს აფასებს დასავლეთი და ასეთ სამარცხვინო ნაბიჯებს რომ გადადგამ, როდესაც ამბობ, დასავლურ სანქციებს არ ვუერთდებიო, თან იმასაც გეუბნებიან, შენ არავინ გეხვეწება  ორმხრივი სანქციების დაწესებას, მაგრამ მინიმუმ ის მაინც გააკეთე, რომ ცივილიზებული სამყაროს გვერდით დადექი და ამ სანქციების აღსრულებას მიუერთდიო - მაგრამ ამაზეც უარს ამბობ, შემდეგ პრეტენზია ვერაფერზე გექნება. თუ გვინდა, რომ ვიყოთ დასავლური უსაფრთხოების არქიტექტურის  ნაწილი, ამის მხოლოდ მომხმარებლები  ვერ ვიქნებით, ჩვენც უნდა ვიყო კონტრიბუტორები,  უნდა შეიტანოთ ჩვენი  წვლილი,  როგორც,  როდესაც საქართველო ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა, ის იყო რაღაც ფორმით კონტრიბუტორი. ჩვენ თუ არაფრის გაცემა არ გვინდა და თან გვინდა,  რომ ამ რაღაცის ნაწილი ვიყოთ, ასე ვერ მოხდება, გამორიცხულია. ევროკავშირში, სადაც  განაცხადი გაქვს გაკეთებული და  ევროკავშირის ქვეყნებში პრეზიდენტს არ უშვებ, აქ მძიმე კითხვები ისმება. ამ ყველაფრის გვირგვინია პრეზიდენტი ზელენსკისთვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლაზე უარის თქმა.  მართლაც არ დარჩა საკანონმდებლო ორგანო მსოფლიოში,  რომელსაც არ მიმართა მან. 

საქართველოს პარლამენტში უნდა გამოსვლა და ამაზე  უარს ეუბნება უმრავლესობა -  ეს არის ლაკმუსის ქაღალდი. იმ ხალხმაც მოისმინა კრიტიკა, აშშ-ის კონგრესშიც იყო სხვათაშორის აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა და მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა ძალიან ბევრი გააკეთა უკრაინის დახმარებისთვის, ბრიტანეთის კრიტიკაც  ისმოდა თემთა პალატაში.  აღარ ვამბობ,  გერმანიის პარლამენტში რა ილაპარაკა. საქართველოს პარლამენტში რატომ არ უნდა ილაპარაკოს, არ ვართ მეგობარი ქვეყნები, არ გეხმარებოდა უკრაინა გაჭირვების დროს,  თუ რა?!ჩემთვის ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია. თუ ადრე მქონდა კითხვები, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, შეიძლება,  მთლად პრორუსული არ არის,  დღეს უკვე ეს ამბავი დამთავრდა. უკრაინის ომი აღმოჩნდა ლაკმუსის ქაღალდი, სადაც ძალიან გასაგებად გამოჩნდა,  სად არის შავი და სად თეთრი. საქართველოს ხელისუფლება არის შავის მხარეს - რუსეთის და ბელარუსის მხარეს, რა თქმა უნდა,  ის ცდილობს ეს დააბალანსოს,  ვითომ ევროპული განაცხადით, უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარებით, ეს არის ვირეშმაკური ტყუილი, რომელსაც უკვე აღარავინ დაიჯერებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რაც, სამწუხაროდ,  ქვეყანაზეც აისახება. 

ირინა მაკარიძე

Fronს News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები
8 საათის 36 წუთის წინ