"რუსული კრედიტი ბელარუსის ყველა ეკონომიკურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს"

კიევი: ბელარუსისთვის 1,5 მილიარდიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპირებამ რესპუბლიკაში სიტუაცია შესაძლოა, მხოლოდ სიტუაციურად დაასტაბილუროს.

ამის შესახებ Front News-ს უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პოლიტოლოგმა რუსლან ბორტნიკმა განუცხადა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რუსეთის მიერ დაპირებული სესხის მოცულობა რეალურად ბელარუსის საბანკო სისტემის მიერ სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობის გამო გაწეულ ხარჯებს უტოლდება.

”გარკვეული სიტუაციური სტაბილიზაცია მოხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს სესხი ვერ გადაჭრის ყველა ეკონომიკურ პრობლემას, ბელარუსის მთავარ ეკონომიკურ პრობლემებსაც კი. ეს უბრალოდ გადადებს პრობლემებსა და კრიზისს სადღაცმომავალში “, - განაცხადა ბორტნიკმა.

გარდა ამისა, პოლიტოლოგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანი სესხის გაცემისას "ბელარუსის რუსეთიზე დამოკიდებულების გაღრმავება" და "უკრაინული სცენარის თავიდან აცილება" იყო.

უახლესი ამბები