"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი დაამარცხეს და "რაგბი ევროპის" გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და 49:15 გაიმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 18-8 დასრულდა. მეორე ნახევარში კი სხვაობა უფრო გაიზარდა და საბოლოო ანგარიში 49-15 იყო. 

"ბორჯღალოსნებმა“ "რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ზედიზედ მეათედ და ისტორიაში მეთოთხმეტედ მოიგეს. 