ნინო ბურჯანაძე - ჩვენ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ, რომ არავითარ შემთხვევაში, საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთის და სამაჩაბლოს წინააღმდეგ

ჩვენ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ და მივმართოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომ არავითარ შემთხვევაში, საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთის და სამაჩაბლოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემას გონივრული მიდგომა ჭირდება. 

"ვიღაცები ამბობენ, რომ ახლა არის დრო,  რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ, მაშინ მითხარით, რომელი სქემით აპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? მე ხაზგასმით მინდა ვთქვა და მივმართავ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც და ეს ხელისუფლებასაც  უნდა გაეკეთებინა,  ჭკუა რომ ქონოდა.  ჩვენ პირდაპირ უნდა განვაცხადოთ და მივმართოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომ არავითარ შემთხვევაში, არც ერთ სიტუაციაში, როგორც უნდა განვითარდეს უკრაინაში მოვლენები, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები მსოფლიოში და გადალაგდეს პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, არავითარ შემთხვევაში, საქართველო არ გამოიყენებს ძალას აფხაზეთის და სამაჩაბლოს წინააღმდეგ, რომ ჩვენ აუცილებლად მხოლოდ დიალოგის გზით ვეცდებით მათთან იმ ხიდების აღდგენას, რომელიც,  სამწუხაროდ,  არის ჩანგრეული, ახლა საუბარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ არის ძალიან გონივრულად დასაგეგმი, რომ ერთის მხრივ, ჩვენ არ წამოვწიოთ თემა არასწორად და დამატებითი საფრთხეები არ შევქმნათ და მეორეს მხრივ, არ შვევქმნათ არანაირი დისკომფორტი და ან საფრთხე არ გავუღვიძოთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მისივე განცხადებით, საქართველო ახლა მუშაობდეს, რომ თავისი ადგილი დაიკავოს ევროპული უსაფრთხოების მომავალ სქემაში. 

"ახლა გონიერი პოლიტიკოსი და მითუმეტეს,  ხელისუფლება ისეთი ქვეყნის, როგორიც ჩვენ ვართ, რომელსაც არც თავმოყვარეობა და სიამაყე არ გვაკლია, მაგრამ ძალა დიდი არ გვაქვს და არ ვართ ძალიან დიდი ტერიტორიულად,  უნდა ვუყურებდეთ როგორ დალაგდება ვითარება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უკვე უნდა ვცდილობდეთ, რომ მომავალ ევროპულ უსაფრთხოებაში ჩვენი ადგილები გვქონდეს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები