მამუკა ჟღენტი - თუ რუსეთმა უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ აღწევს ფაქტია, უფრო დიდი ალბათობაა, რაღაც მოიმოქმედოს მოლდოვაში, მერე საქართველოში

მოსალოდნელია თუ არა რუსეთ -უკრაინის ომის გეოგრაფიის გაფართოება? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო?  შესაძლებლობების რა ფანჯარა ჩნდება  და  რამდენად მზადაა ქვეყანა  ახალი გამოწვევების გასამკლავებლად? - ამ და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებზე Front News-ს  "ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი ესაუბრა. 

- რეგიონში კი არა,  მთელ მსოფლიოში შეცვლილია ვითარება. აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე დავდექით.  ფაქტია,  რომ მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი შეცვლილია. არ გამოვრიცხავ,  რომ გაეროს ფუნქციონირების აუცილებლობის გადახედვა მოხდეს. მითუმეტეს,  ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის. ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონკრეტულად დაიწყონ ევროპული არმიის მშენებლობა, რაც  აქამდე არსებობდა იდეის სახით და სტრუქტურაც იყო,  „დასავლეთ ევროპის კავშირი“ ერქვა, თუმცა  არ ფუნქციონირებდა. დღეს უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და  შეიქმნება ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურა, რაც რა თქმა უნდა,  ყველაფერს შეცვლის. 

რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, რუსეთი,  ფაქტია, რომ არის კუთხეში მიყენებული არამარტო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, არამედ საკუთარი შეცდომების გათვალისწინებით. ამჯერად პუტინს „მოხვდა კბილებში“.  რეალურად, მას სხვა გეგმა ჰქონდა, ეგონა, როგორც აქამდე „გასდიოდა“, ისევ ისე „გაუვიდოდა“. მას პირველად  გაუწიეს წინააღმდეგობა და უთხრეს, რომ თავისას ვეღარ გაიტანდა.  ამის გამო წავიდა ვაბანკზე, უკან დახევა მას არ შეეძლო, რადგან ასეთ შემთხვევაში,  აღიარებდა დამარცხებას, მისთვის მარცხის აღიარება ნიშნავს არათუ ხელისუფლების,  არამედ სიცოცხლის სავარაუდო დასრულებას. ნაპოლეონი რომ გაუშვეს ჯერ გადასახლებაში და მერე შვებულებაში, ვიცით, რომ რუსეთში ეს ასე არ ხდება, ყველაზე რეალური დასასრული მისთვის არის კადაფის, ან სადამ ჰუსეინის ვარიანტი. ამიტომ გამოუვალ მდგომარეობაში ის წავიდა ამ ვაბანკზე, სრულმასშტაბიან აგრესიაზე, ომზე,  თუმცა დღესაც რა მიზნები აქვს,  რთულია ამის განჭვრეტა, რომც აიღოს კიევი ოდესა, მარიოუპოლი, ხარკოვი, რამდენ ხანს შეძლებს შენარჩუნებას? უკრაინა არ არის თუნდაც საქართველო, სადაც შეგიძლია ვიღაც დასვა და აკონტროლო. პარტიზანული ომის გამოცდილება აქვთ ამ ხალხს.  44 მილიონიანი ქვეყნის აღება უფრო ადვილია,  ვიდრე მისი გაკონტროლება.  თუმცა  ვხედავთ, რომ ეს არ აღება გამოსდით, საკმაოდ სერიოზული დანაკარგები აქვთ და იმედი მაქვს,  არც გამოუვა, მაგრამ,  რომ აიღოს მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რუსეთის მიერ იმ პოზიციების შენარჩუნება, რაც აქამდე ჰქონდა. 

- ამ ვითარებაში რა საფრთხეები ჩნდება საქართველოს  წინაშე? 

- უკრაინა არ  იცავს მხოლოდ  საკუთარ ტერიტორიას, არამედ იცავს როგორც ჩვენს,  ასევე ევროპული სახელმწიფოებისა და მოსახლეობის მომავალს, რაც  გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა,  ჩვენთვის პოზიტივის მომტანი იყოს, თუ  ამისათვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს  ჩვენი ხელისუფლება,  მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ჩვენთვის საკმაოდ საფრთხისშემცველია. - კუთხეში მიყენებული პუტინი, რომელსაც ერთადერთი იმის იმედი აქვს, რომ  რაღაც სამხედრო  წარმატებას მიაღწიოს და აჩვენოს, რომ ტყუილად კი არ იღუპება ვანია ურალიდან და ნიჟნი ტაგირიდან, არამედ ეს რუსეთის გადარჩენას ემსახურება. თუ ვერ მოახერხა ამ წარმატების მიღწევა, რთული ვითარება ექნება შიგნით, მათ შორის მის გარემოცვაში ამ სანქციებისა და ამ ყველაფრის ფონზე. 

სამხედრო გზით საქართველოში შემოსვლა მას  არ ჭირდება, რადგან რეალურად,  აკონტროლებს საქართველოში რაც კი სურს, ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით.  ეს პირდაპირი დავალებით ხდება,  თუ უბრალოდ,  ჩვენი ხელისუფლების შიშის გათვალისწინებით,  ეს უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ  რაც სურს,  საქართველოში ყველაფერს აკეთებს და აღწევს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის მოსახლეობისთვის, რომელსაც პურს ვერ აძლევს და  სჭირდება სანახაობა.  ეს სანახაობა კი,  ჩემი აზრით, იქნება აფხაზეთის და ცხინვალის,  ან ერთ-ერთი მათგანის ანექსია.    

-  რაც შეეხება სამხედრო აგრესიას, რამდენად მოსალოდნელია ომის გეოგრაფიის გაფართოება?

- სამხედრო თვალსაზრისით,  ალბათ,  რუსეთისთვის, ამ ეტაპზე უფრო მეტ ინტერესს წარმოადგენს მოლდოვა, იქ მე-14 არმიაა დნესტრისპირეთში განლაგებული, ოდესასთან ეს ყველაფერი გარკვეულწილად კავშირშია და თუ მაინც უკრაინის გარდა მას დასჭირდა სამხედრო მოქმედებები, ალბათ,  მაინც მოლდოვას უფრო ემუქრება საფრთხე, ვიდრე საქართველოს, თუმცა  გამორიცხული არაფერია, რადგან უკვე ადეკვატურობას ვეღარ დავაბრალებთ პუტინს,  მისი დუმის და  მთავრობის წევრები ისეთ განცხადებებს აკეთებენ,  თითქოს გაწვრთნილ ლაბორატორიებში ჩიტები და მამლები მათ წინააღმდეგ  ბიოლოგიურ ომს ეწეოდნენ.  ეს ხალხი ლავროვის ჩათვლით ისეთ არაადეკვატურ  განცხადებებს აკეთებენ, რომლის უფლებას ადრე თავს არ მისცემდნენ, მაგრამ დღეს სხვა გზა არ აქვთ, რადგან დავალება ასეთია.  რამდენიც უნდა ილაპარაკონ,  რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ეს არის ტყუილი,  შეუძლებელია, დაგეგმილი ყოფილიყო საკუთარი თავის კედელთან მიყენება,  მაგრამ პუტინს ამის გაკეთება მოუწია. 

- რაც შეეხება  პოლონეთთან დაკაშირებულ ამბებს, გავრცელდა კადრები, რომ პოლონეთში რუსეთის საელჩოდან კვამლი ამოდის, რაც ომის დაწყების სიგნალადაც კი მიიჩნიეს, გამოითქვა ვარაუდი,  ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკაშირებითაც და  რამდენად მოსალოდნელია მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი?

- თუ იმ მოცემულობით ვიმსჯელებთ,  რომ მდგომარეობა  მთლად შიზოფრენიაში გადაზრდილი არ აქვთ, ფსიქიკურად ის მეტ-ნაკლებად ჯანმრთელია, მაშინ ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ ამას არ უნდა ველოდოთ.  თუ ამას გამოვრიცხავთ, მაშინ შეიძლება პოლონეთი კი არა, რაც არსენალი აქვს,  ყველა გაუშვას.  თუ უკრაინაში წარმატებას ვერ მიაღწია და ვერ აღწევს ფაქტია, უფრო დიდი ალბათობა არის იმის, რომ რაღაც მოიმოქმედოს  მოლდოვაში, მერე საქართველოში და შემდეგ  ნახავს,  ეს საკმარისია თუ არა გაჩერებისთვის. მეორეს მხრივ, თუ მოახერხა უკრაინაში თავისი რეჟიმის დასმა, რომელიც გააკონტროლებს ყველაფერს, როგორც საქართველოს აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით, მისი გეგმა,  რა თქმა უნდა,  არ სრულდება უკრაინით,  საქართველოთი და მოლდოვათი.  ფინეთიც, პოლონეთიც, რუმინეთიც, ყოფილი სოციალისტური ქვეყნები და ბერლინამდე მისვლაზეც უარს არ უტყვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გეგმა ჩაეშალა. მის წინააღმდეგ დასავლეთი და მთელი ცივილიზებული საზოგადოება გაერთიანდა. ეს აღარ იქნება ის მოცემულობა,  რაშიც ვიყავით ჩვენ 2008-ში, ან უკრაინა 2014-ში, რუბიკონი უკვე გადალახულია და ვითარება უკან აღარ შემობრუნდება. 

-  შესაძლებლობების რა ფანჯარა შეიძლება გაიხსნას საქართველოსთვის გრძელვადიან პერსპექტივაში და რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით და რამდენად შევძლებთ ამ შესაძლებლობის გამოყენებას?

- მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ეს ხელისუფლლება ვერანაირ შანსს, რაც შეიძლება გამოჩნდეს, ვერ გამოიყენებს. თუნდაც იმიტომ,  რომ აქამდეც ბევრი შანსი აქვს ხელიდან გაშვებული.  ამ შემთხვევაში,  თუ რუსეთი დასუსტდება, რა თქმა უნდა,  მეტი შანსი გვაქვს პირდაპირ ველაპარაკოთ აფხაზებს, ოსებს, (თუმცა იქ არ ვიცი,  ვის უნდა ველაპარაკოთ)  როდესაც მათ შეუწყდებათ დახმარება და კონტროლი. რომც უნდოდეს იქედან ვინმეს ჩვენთან საუბარი, ზედამხედველის გარეშე ვერ გველაპარაკებიან. აფხაზებთან და ოსებთან ჩვენ არ უნდა დავუშვათ სამხედრო ძალის გამოყენება, ჩვენ სამომავლოდ უნდა ვიცხოვროთ ერთად. 

- ევროკავშირსა თუ ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით როგორია ჩვენი შანსები? 

-  ევროკავშირთან დაკავშირებით პირდაპირ გეტყვით, რომ ვერ მიგვიღებს ევროკავშირი, რეალურად,  დღეს ჩვენ არ ვართ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ამ ხელისუფლების პირობებში,  ეს საერთოდ გამორიცხულია. რაც შეეხება ნატოს, კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით, ჩვენ ბევრად მეტ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ ნატოსას, ვიდრე ევროკავშირის.  ეს ყველაფერი არის შესაძლებლობები, მაგრამ თუ ამ  შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა და ჩვენ ეს  ხელიდან გავუშვით, ეს იქნება დანაშაულის ტოლფასი. 

- უსაფრთხოების ახალი ქოლგების გაჩენის პერსპექტივის შესახებ რას იტყვით?

- მე უფრო სკეპტიკურად ვარ ამ ყველაფრის  მიმართ განწყობილი, იყო სხვადასხვა ვარიანტებზე საუბარი, მაგრამ მე მგონია,  რომ ნატო უფრო გაძლიერდება და მეტ აქტუალურ ხასიათს შეიძენს.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები