გიორგი რუხაძე - ბელარუსის სამხედრო ჩართვამ არ მგონია, დიდი ცვლილება გამოიწვიოს, რადგან მისი სამხედრო პოტენციალი დიდი არ არის

ომში ბელარუსის ჩართვა მძიმე იქნება  უკრაინისთვის, თუმცა არ მგონია,  ამან რაიმე გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო თეატრში,-  ამის შესახებ  Fronს News-ს  რონდელის ფონდის მკვლევარმა გიორგი რუხაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, თუ სხვა ფაქტორი არ გამოჩნდა,  ომში უკრაინელები უპირატესობას მოიპოვებენ,

"ერთი თვეა, რაც ომი მიმდინარეობს, კიდევ შეიძლება გაგრძელდეს რაღაც დროის განმავლობაში, უკრაინას ნელ-ნელა უჩნდება უპირატესობა, იქედან გამომდინარე, რომ მას დასავლეთიდან მეტი დახმარება აქვს, ფინანსური თუ სამხედრო, რუსეთს ელევა ეს ფინანსური და სამხედრო რესურსები, თუ ამას დავუმატებთ, რომ უკრაინელების თავდადება და მოტივაცია არის აბსოლუტურად სხვა და რუსი ჯარისკაცების - სხვა. 

საბოლოო ჯამში,  ეს მიგვიყვანს ომში გარდატეხამდე და უკრაინელების უპირატესობამდე, თუ სხვა ფაქტორი არ გამოჩნდა, -  სხვა ტიპის იარაღის გამოყენება რუსეთის მხრიდან, ან ჩინეთის აქტიურად მხარდაჭერა რუსეთის,   ან ბელარუსის ჩართვა.  თუმცა, ბელარუსის სამხედრო ჩართვამ, არ მგონია, დიდი ცვლილება გამოიწვიოს, იქედან გამომდინარე,  რომ ბელარუსის სამხედრო პოტენციალი დიდი არ არის. რამდენიმე ბატალიონი თუ ჩაერთვება დამატებით, არა მგონია,  ამან სამხედრო ბალანსი შეცვალოს, თუმცა ემოციურად და ისედაც ეს მძიმე იქნება უკრაინისთვის, თუმცა არ მგონია,  ამან რაიმე გარდატეხა შეიტანოს საბრძოლო თეატრში“, - განაცხადა რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები