გელა ვასაძე - განადგურებულია ჩვენი მთელი საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა

კარასინმა შეგვაქო, სინამდვილეში  ეს არის ცინიზმი, ჩვენ ვართ საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმში 2008 წლიდან, არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და რა თქმა უნდა,  კეთილმეზობლობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი, - ამის შესახებ Front News-ს  „საქართველოს სტრაგტეგიული ცენტრის - GRASS“  ექსპერტმა  გელა ვასაძემ  რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის  განცხადების კომენტირებისას განუცხადა,  რომლის თანახმად,  სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება და ქართულ - რუსულ ურთიერთობებს  ნათელი მომავალი აქვს. 

ექსპერტის თქმით, ახლა  მთელი მსოფლიო უნდა საუბრობდეს, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც პირველად დაუპირისპირდა ბნელ ძალას, ამის სანაცვლოდ ხელისუფლება ათწლეულობით ნაშენებ  ავტორიტეტს ანადგურებს და გვაიძულებს,  რუსეთს ჯოჯოხეთში ჩავყვეთ.  

"კარასინმა შეგვაქო, სინამდვილეში  ეს არის ცინიზმი, ჩვენ ვართ საომარი მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმში 2008 წლიდან, არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და რა თქმა უნდა,  კეთილმეზობლობაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. 

ხელისუფლების მიერ მტრის სასარგებლო პოზიციის დაჭერა, პირველ რიგში, ზნეობრივად  გაუმართლებელია, პარტნიორისთვის კი  - გაუგებარი.  ზნეობას რომ თავი დავანებოთ და რაციონალურად მივუდგეთ საკითხს, უკვე ჩანს, რომ რუსეთმა წააგო ეს ომი, როგორც სამხედრო ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსეთი რჩება იზოლაციაში. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი არჩევანი, ან ვიყოთ სიკეთის მხარეს და ამავე დროს იმ მხარეს, რომელიც მოგვიტანს პროგრესს და განვითარებას, ან მივყვეთ რუსეთს ჯოჯოხეთში. რატომ უნდა მივყვეთ რუსეთს ჯოჯოხეთში, ამდენი წლის განმავლობაში მარტო ვუპირისპირდებოდით ამ ბნელ ძალას, დღეს რატომ უნდა დავკარგოთ ეს ყველაფერი?!

განადგურებულია ჩვენი მთელი საერთაშორისო ავტორიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. დღეს მთელი მსოფლიო უნდა ამბობდეს ჩვენზე, რომ ხალხი იყო ვინც პირველი შეეწინააღმდეგა რუსეთს, რომელმაც ნამდვილად დემოკრატიისთვის გაწირა თავი, მაგრამ დღეს საქართველოზე რას ამბობენ? მზად არის მოლაპარაკებებზე, მზად არის იყოს რუსული ბინძური ფულის სამრეცხაო და ასე შემდეგ. ძალიან საწყენია, რომ ასეთი იმიჯი შეუქმნეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ კარგი,  ამას პარალელურად ისმის პოლიტიკური სპექტრის და  სამოქალაქო საზოგადოების ხმა,  საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, და რაც მთავარია, ჩვენი ბიჭები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში და იღუპებიან უკრაინაში, ეს რომ არ ყოფილიყო, საერთოდ არაფერი გვეშველებოდა“, - განაცხადა ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები