იანა ჩერნოჩოვა - ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოჩოვა აცხადებს, რომ მომავალ კვირას უნგრეთში დაგეგმილ „ვიშეგრადის ოთხეულის“ თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება.

"მე პირადად არ წავალ უნგრეთში ვიშეგრადის ოთხეულის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. მათ მომავალ კვირას არჩევნები აქვთ და არ მიმაჩნია სწორად, მივიღო მონაწილეობა იქ მიმდინარე კამპანიაში. მე ყოველთვის ვუჭერდი მხარს „ვიშეგრდის ოთხეულს“ და ძალიან ვწუხვარ, რომ იაფი რუსული ნავთობი უნგრელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინული სისხლი. დიდება უკრაინას“, – წერს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვის ინიციატივას.

"ვიშეგრადის ჯგუფის“ შემადგენლობაში უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი შედიან. სლოვაკეთისა და პოლონეთის პოზიცია სამიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

უახლესი ამბები