გიორგი გობრონიძე - ბაიდენის პოლონეთში ჩასვლა მიუთითებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოქმედებები იქნება მთლიანად შეცვლილი

ბაიდენის  პოლონეთში ჩასვლა მიუთითებს იმაზე,  რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოქმედებები იქნება მთლიანად შეცვლილი, -    ამის შესახებ Front News-ს  „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა,  საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა  გიორგი გობრონიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ლიდერების განცხადებები და შეხვედრები მთლიანად მიუთითებს, რომ უკრაინის მიმართ დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება. 

"აშშ-ის მხრიდან ბირთვულ და ქიმიურ  იარაღთან დაკავშირებით განცხადებები ბოლო პერიოდია კეთდება, რომ რუსეთს მხრიდან ამ  ნაბიჯს  უკვე აშშ გვერდს ვერ აუვლის და ეს არის არაორაზროვანი,  ცალსახა  გაფრთხილება, რომ აღნიშნულ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან მოყვება კიდევ უფრო მძიმე შედეგები მოსკოვისთვის, ვიდრე მოყვა უკრაინაში შეჭრას.  მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თვითონ აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლა პოლონეთში და პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს ნატოს  სამხედრო კონტიგენტის მონახულება, კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ-ის განზრახვაზე, რომ გაგრძელდება უკრაინის დახმარება როგორც იარაღით, ასევე ფინანსურად, მეორე - მიუთითებს იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს მოქმედებები იქნება მთლიანად შეცვლილი და პრაქტიკულად აშშ უკვე იბრუნებს აღმოსავლეთ ევროპისთვის და მთლიანად ევროპის რეგიონისთვის იმ როლს, რომელიც მას ჰქონდა ცივი ომის პერიოდში, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი“, - განაცხად გობრონიძემ.

მისი თქმით, რუსეთი გადადის გლობალური პოლიტიკის პერიფერიაზე, რაც განვითარების ახალ ეტაპს განაპირობებს.

"ჩვენ რასაც ვხედავთ მთლიანობაში, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე, არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია თანდათან გადადის გლობალური პოლიტიკის პერიფერიაზე და მეორე - რასაც ვხედავთ, აშშ ბრუნდება ევროპის რეგიონში ახალი ძალით. საბოლოდ, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ახალი ბიპოლარული მსოფლიო წესრიგი,  სადაც ძალაუფლება იქნება განაწილებული აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის და აღნიშნული კონკურენცია ცივი ომისგან განსხვავებით, იქნება უფრო მეტად ტექნოლოგიურ პროგრესზე, ეკონომიკურ ზრდასა და ამ მიმართულებით კონკურენციაზე, ვიდრე ვთქვათ, გამალებულ შეიარაღებაზე“, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა.

მისივე თქმით, უკრაინის ომში შეიცვალა რუსეთის სტრატეგია და თავდაცვის მაღალჩინოსნის ბოლო განცხადება უკვე წინააღმდეგობაში მოდის პუტინის პირვანდელ განცხადებებთან. 

"რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნის [სერგეი რუდსკოის]  განცხადება, რომ მათი მიზანი არ ყოფილა უკრაინის დაკავება, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის პუტინის განცხადებასთან „უკრაინის დემილიტარიზაცია - დენაციფიკაციის შესახებ“, ეს უკვე არის „გეგმა - ბ“, რაკი „გეგმა -ა“  -  უკრაინის  აღების, ჩავარდა, უზრუნველყონ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „უსაფრთხოება“. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან გაუჭირდა შეტევითი ოპერაციის წარმოება, რაც ძალიან ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, ფაქტია, მთლიანობაში, უკრაინის დაპყრობა ვეღარ გამოუვიდა და  გადავიდა ოკუპირებული რეგიონების შენარჩუნებაზე“ , - განაცხადა გობრონიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები