ნონა წოწორია - ეს არ იქნება ადვილი პროცესი, მაგრამ ამ საშინელი აგრესიისა და დანაშაულების ავტორებმა პასუხი უნდა აგონ

რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე  აგრესიის წინააღმდეგ, რამდენად ეფექტურია საერთაშორისო ინსტიტუტები ომის დანაშაულების წინააღმდეგ,  რაში გაამართლა მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგმა და ელოდება თუ არა პუტინს საერთაშორისო  ტრიბუნალი? - ამ და სხვა საკითხებზე Front News-ს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ესაუბრა. 

- უკრაინაში რუსეთის აგრესიის კვალდაკვალ  უკრაინის მთავრობამ მიმართვა გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ, თუმცა მარტში რუსეთი გავიდა ევროსაბჭოს წევრობიდან.  ამის შემდეგ ევროსასამართლოს პლენუმმა განიხილა, თუ რას ნიშნავდა, რუსეთის ევროსაბჭოდან და კონვეციიდან გასვლა სასამართლოსთვის, მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ განიხილება მხოლოდ ის ფაქტები, რომელიც ჩადენილი იყო მხოლოდ 2022 წლის 16 მარტამდე, ანუ იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი გავიდოდა ევროსაბჭოს შემადგენლობიდან. საინტერესოა, რა ბედი ეწევა იმ სარჩელებს, რომელიც უკვე შეტანილი იყო, უნდა დავაკვირდეთ ევროსასამართლოში როგორ წარიმართება ეს პროცესები. მგონია, რომ ნაკლებშესაძლებელია ევროსასამართლოში ეს ომი განხილული იქნეს იმ დროის შეზღუდვის გამო, რაც დაკავშირებულია ევროსაბჭოდან რუსეთის გასვლასთან. 16 მარტის შემდეგ მომხდარი ფაქტები გასულია სასამართლოს იურისდიქციიდან. გარდა ამისა, არის მეორე პრობლემა - ევროსასამართლომ საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ ომის საქმეზე უკვე თქვა, რომ აქტიური საომარი მოქმედებების ფაზა არ განეკუთვნება მის კომპეტენციას.  ამას მოყვა დისკუსიები და ვნახოთ,  არის კიდევ იქ უკრაინული, ძველი საქმები და გამოჩნდება,  განიხილავს თუ არა  აქტიური ომის ფაზას. გამოდის, რომ ევროსაბჭოდან რუსეთის გასვლის მიუხედავად, სასამართლო ომის აქტიურ ფაზას ისედაც ვერ განიხილავდა. ამდენად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროსასამართლო იყოს ეფექტური მიმდინარე საომარი მოქმედებების საკითხზე. 

მეორე სასამართლო, რომელიც მიმდინარე დავებს იხილავს,  არის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მდებარეობს ჰააგაში. პირველი მაინც ეს სასამართლო იყო, რომელსაც უკრაინამ მიმართა.  იქ დავა მიმდინარეობს გენოციდის კონვენციის საფუძველზე. ეს სასამართლო კონცენტრირდება უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ წაყენებულ გენოციდის ყალბ ბრალდებასა და მისგან გამომდინარე რუსეთის ქმედებებზე. მესამე, ეფექტური ინსტიტუტი არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომლის პროკურორმა  თავისი ინიციატივით განაცხადა, რომ იწყებდა გამოძიებას და ამისთვის ჭირდებოდა ნებართვა წინასასამართლო შემადგენლობიდან, ამასობაში წევრმა სახელმწიფოებმა და პირველი იყო ლიტვა, მოსთხოვა გამოძიების დაწყება. ამ მოთხოვნას პირველ ეტაპზე 38 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის საქართველოც,  შემდეგ კიდევ  2 ქვეყანა შეუერთდა - ჩრდილოეთ მაკედონია და იაპონია. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ადგენს ინდივიდუალურ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 

- რამდენად შესაძლებელია, რუსეთის პრეზიდენტი ვიხილოთ სასამართლოს წინაშე,  რომ მან პასუხი აგოს თავის ქმედებებზე?

- ეს ყველაფერი დამოკიდებულია მტკიცებულებებზე.  პროკურორი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში, ძალიან სწრაფად მოქმედებენ და ეს ნამდვილად მისასალმებელია. მე ვიცი სხვადასხვა ინიციატივები, რომლებიც ამ წუთას მუშაობენ დოკუმენტაციის შეგროვებაზე. ეს არ იქნება ადვილი პროცესი. საზოგადოების მონდომებამ აუცილებლად უნდა გამოიღოს შედეგი და ამ  საშინელი აგრესიისა და დანაშაულების ავტორებმა პასუხი აგონ. 

მიუხედავად ამ მექანიზმებისა,  შეიძლება დარჩეს საკითხები, რომელიც არ იქნება მოცული ამათუ იმ იურისდიქციით, ამიტომ ითხოვენ დამოუკიდებელი ტრიბუნალის შექმნას უკრაინისთვის. 

ეს აგრესია, რომელმაც მსოფლიო წესრიგი დააყენა საფრთხის ქვეშ,  ამ წუთას არ არის მოცული არცერთი სასამართლოთი, მათ შორის არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოთი.  მას იურისდიქცია არ აქვს, რომ აგრესიის დანაშაული გამოიძიოს, ეს არის დარჩენილი სამართლის მიღმა, ამიტომ არის საუბარი, რომ ცალკე ტრიბუნალი იყოს, როგორიც იყო ნიუნბერგის ტრიბუნალი,  სიერა-ლეონეს ტრიბუნალი, საერთაშორისი ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე და სხვა.  ანუ, ცალკე სასამართლო, რომელიც განიხილავს აგრესიის დანაშაულს და იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებმაც დაგეგმეს,  ან ხელი შეუწყვეს აგრესიის განხორციელებას. 

- რაც შეეხება საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ფაქტებს, რა პარალელს გაავლებთ და სამართლებრივად რისი მიღწევა შევძელით?

- ევროსასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორის საქმეში. ეს იყო მეორე სახელმწიფოთაშორისი საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება 2021 წლის იანვარში გამოიტანა. უამრავი დარღვევა იქნა ცნობილი, ეს ეხებოდა როგორც სამხედრო პირების, ისე სამოქალაქო პირების მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას,  ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პარალელის გავლება შეიძლება  უკრაინის სიტუაციასთან, ეს არის სახლების განადგურება,  რომელიც გამორიცხავს დევნილი მოსახლეობის სახლებში დაბრუნებას. საინტერესოა, რომ ამავე საფუძვლებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ორი კვირის წინ - 2022 წლის 10 მარტს მიმართა სასამართლოს,  რომ გაიცეს დაკავების ორდერები. ამ სამი პირის მიმართ  იგივე ბრალდებაა,  რაც დაადგინა ევროსასამართლომ, თუმცა როგორც აღვნიშნე, ევროსასამართლო ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას არ აყენებს, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პროკურორმა გამოკვეთა იმ პირების ბრალეულობა, რომლებმაც ქართველებისაგან ეთნიკურ წმენდის მიზნით გაანადგურეს სოფლები. ამის ამსახველი უამრავი სატელიტური ფოტოა, რომელიც აჩვენებს, რომ ქართული სოფლები განადგურდა არა აქტიური საომარი მოქმედებების დროს, არამად მას შემდეგ,  რაც ბეფერული ზონა დაიკავა რუსეთის ფედერაციამ და მისცა საშუალება ადგილობრივ დანაყოფებს, რომ გადაეწვათ ქართული სოფლები.  

საინტერესოა, რომ როდესაც ამ დაკავების მოთხოვნის პრესრელიზი გამოქვეყნდა, მასშივე იყო გაკეთებული პარალელი უკრაინასთან.  ამ პრესრელიზის თითქმის ნახევარი ეძღვნება იმას,  რომ უკრაინაში დაინახეს იგივე ტენდენციები. ეს მრავლისმთქმელია, ჩვენ ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ვხედავთ,  რუსეთის მიერ ქალაქების განადგურებას, რომელსაც არანაირი სამხედრო  მიზანი არ აქვს, ერთადერთი დანიშნულება, რაც კარგად ჩანს საქართველოს მაგალითზე, არის ის, რომ ეს ადგილები გაუდაბნოვდეს  და ადამიანებს არ მიეცეთ დიდი ხნის განმავლობაში იქ დაბრუნების შესაძლებლობა. ეს არის პირდაპირ ომის დანაშაული. ეს პარალელიზმი, მეთოდების ერთიანობა, რასაც რუსეთი საქართველოში იყენებდა, უკრაინაში იყენებს, რაც პირველი დღეებიდანვე გამოჩნდა. 

- საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  აცხადებს, რომ  2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგმა  მთლიანად გაამართლა, რომ გვითხრათ, რას ედავებოდნენ სასამართლოს გზით საქართველოს და რა გაირკვა?  

- ამ ეტაპზე ეს ნამდვილად ასეა. ევროსასამართლოში ქართულმა მხარემ მოიგო ეს საქმეები. 2008 წელს,  როდესაც შევიდა საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთა შორის საჩივარი, ამის პარალელურად,  რუსეთის მთავრობამ ორგანიზება გაუწია და ევროსასამართლოში წარადგინა 3 300-მდე ინდივიდუალური საჩივარი, ეს იყო ეთნიკური ოსების საჩივრები. ამით რუსეთის ხელისუფლება შეეცადა სახელმწიფოთა შორის საქმეების გადაფარვას. იმ დროისათვის, 2008 წელს სულ სახელმწიფოთაშორისი ორი საქმე ჰქონდა სასამართლოს, ერთი იყო ისევ ჩვენი საქმე 2006 წლის დეპორტაციის და მეორე - ომის საქმე. ოსების მიერ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით 2018 წელს სასამართლომ თქვა, რომ აქ არ ჩანს უფლებების დარღვევა. ეს ეხებოდათ იმ ოსებს, რომლებიც ომის დაწყების დროს უკვე აღარ იყვნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,  ამიტომ ეს საქმეები გამოირიცხა. იმ საქმეებში ჩანდა, რომ ქართველი სამხედროების მხრიდან  არაჰუმანური მოპყრობა არ ყოფილა.

ქართველ სამხედროებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული მითითება, რომ სამოქალაქო ობიექტების და პირების მიმართ დაეცვათ ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებული პრინციპები,  ანუ, ჰუმანურად მოპყრობოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.  ბევრი საქმე ამოირიცხა, რომელიც ეხებოდა 7-12 აგვისტოს,  საომარი მოქმედებების დროს მომხდარ ქმედებებს. იგივე მოხდა წინა კვირაშიც, როდესაც 370 საჩივარი ამოირიცხა. სასამართლომ თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მიდიოდა აქტიური საომარი მოქმედებები, საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა იმ ტერიტორიას, ამიტომ პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა. ამიტომ ამბობს მიხეილ სააკაშვილი, რომ ის საქმეები, რომელსაც შეეძლო პოტენციურად დაედგინა ქართველი სამხედროების სამართალდარღვევები, ყველა ამორიცხულია წარმოებიდან. მეორე მხრივ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მხოლოდ და მხოლოდ ოსების და რუსების პასუხისმგებლობა გამოკვეთა. იქ არცერთი ქართული სახელი  ნახსენები არ არის. გარწმუნებთ, რაიმე საფუძველი რომ ყოფილიყო ქართველების პასუხისმგებლობის დაყენების, ეს დადგებოდა. ასეთი რამ კი არ მომხდარა. 

ეს ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართველების გამარჯვება. მიხეილ სააკაშვილის გამტყუნება ნიშნავდა საქართველოს გამტყუნებას. ის გამიჯვნა, რომ ჩვენ ვებრძვით სააკაშვილს და არა საქართველოს, იყო სრულიად მცდარი. ამ ეტაპზე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლოში, სადაც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომი განიხილებოდა, ამ  ეტაპზე ყველა ამ ფორუმზე საქართველო არის პირწმინდად გამარჯვებული. 

- რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ორი საჩივარი, ეს არის ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულთა შეწყალების საქმეები, რაზეც საქართველოში განაჩენი გამოტანილია. 24 მარტს სასამართლომ განჩინება გამოიტანა, რაც ნიშნავს, ეს საქმეები დასაშვებად არის მიჩნეული.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.  

- რას იტყვით უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე?

- პოლიტიკოსი არ ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოზიციონირება ამ შექმნილ ვითარებაში არასაკმარისია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს. „აბა,  ომი გინდას“ პარალელურად ქვეყანაში ხდება ტოტალური ინფლიტრაცია რუსული ინტერესების.   ნეირალიტეტის თემის შემოგდება მხოლოდ და მხოლოდ  რუსულ ინტერესშია. ამ ვითარებაში ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს უპირობო კაპიტულაციას. ნეიტრალიტეტი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შუა ევროპაში ხარ  და შვეიცარია ხარ.  როდესაც ნებისმიერ დროს რუსეთის მხრიდან შეიძლება გქონდეს პროვოკაციის საფრთხე, როგორც მინიმუმ ქვეყანამ რამდენიმე დღე დამოუკიდებლად ბრძოლა უნდა შეძლოს. იმისთვის,  რომ გადავრჩეთ და ვიყოთ ქვეყანა,   გვჭირდება ნორმალური შეიარაღებული ძალები. საქართველოს ხსნა მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა, როდესაც დემოკრატიას და კანონის უზენაესობას პატივს სცემ,  ხდები ევროკავშირის და ნატოს ოჯახის  წევრი, რაც ურთიერთანადგომას და დახმარებას ნიშნავს.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები