ვალერი ჩეჩელაშვილი - ბიბილოვის ახლანდელი გააქტიურება გამოწვეულია იმით, რომ რეალურად, მას ეშინია, ალბათ, თავს დაუცველად გრძნობს

ბიბილოვის ახლანდელი გააქტიურება გამოწვეულია იმით,  რომ რეალურად,  მას ეშინია,  - ამის შესახებ უკრაინაში ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე  თქმით, ცხინვალის რეგიონისაგან განსხვავებულია აფხაზეთის პოზიცია. ხოლო, შექმნილმა ვითარებამ ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით საქართველოს დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები გაუჩინა.   

"ბიბილოვის ახლანდელი გააქტიურება გამოწვეულია იმით,  რომ რეალურად,  მას ეშინია, ის 800 ადამიანი, რომელიც გაიყვანეს ცხინვალის რეგიონიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ძალაა. შესაბამისად,  ის, ალბათ,  დღეს თავს დაუცველად გრძნობს.  აფხაზეთიდან დღეს 1200 მებრძოლია გაყვანილი, საერთო ჯამში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან 2 ათასი მებრძოლია. აფხაზეთის პოზიცია განსხვავებულია და ისინი ვერ ხედავენ საკუთარ თავს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 

ჩვენ ამან გაგვიჩინა დამატებითი დიპლომატიური შესაძლებლობები და თუ გნებავთ,  ჩვენი პასპორტის მიმზიდველობის. ის რუსული პასპორტი, რომელიც დღეს მასობრივად არის დარიგებული ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში, არაფერში არ გამოადგებათ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვის განცხადებით,  „სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის  სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები