თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავტომანქანა ტროტუარზე მყოფ ბავშვს დაეჯახა. მოზარდი იაშვილის კლინიკაში, მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
ფეისბუქ გვერდის "ჩემი ქალაქი მკლავს" ინფორმაციით, ბავშვმა შესაძლოა, ფეხი დაკარგოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.