გიორგი გობრონიძე - ცხინვალის რეგიონის მიერთებით რუსეთი არაფერს შეიძენს, ისევე როგორც არც არმიერთებით დაკარგავს რამეს

ცხინვალის რეგიონის მიერთებით რუსეთი არაფერს შეიძენს, ისევე როგორც არც არმიერთებით დაკარგავს რამეს, - ამის შესახებ Front News-ს "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა გიორგი გობრონიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რუსეთის ფედერეციის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი იქნება. 

"ცხინვალის მიზანი არასოდეს ყოფილა სამხრეთ ოსური დამოუკიდებლობა, მისი მიზანი ყოველთვის იყო ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთება. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არ ყოფილა ბიბილოვის განცხადება. მართალია, რუსეთის ფედერაციიდან წამოვიდა გზავნილი, რომ არ აპირებენ განიხილონ აღნიშნული მოწოდება რეფერენდუმთან დაკავშირებით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება ერთგვარი  ბერკეტი რუსეთის ფედერეციის ხელში, რომ  დამატებითი ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე“, - განაცხადა გობრონიძემ. 

მისივე თქმით, ეს რეგიონი პრაქტიკულად ანექსირებულია და სუვერენიტეტის არანაირ ნიშნებს არ ატარებს.

"პრაქტიკულად,  ანექსირებულია ეს რეგიონი, გამოჩნდა კიდეც ამ ომის დროს, სუვერენიტეტის  ფორმალური ნიშნებიც კი არ აქვთ ოკუპირებულ რეგიონებს, რადგან  რუსეთს შეუძლია იქედან გაიწვიოს ადამიანები ომში“, - აღნიშნა მან. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის ცხინვალის რეგიონის მიერთებით არაფერი იცვლება.

„ამ ეტაპზე ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთება ნაკლებსავარაუდოა. ამ ფონზე, როდესაც რუსეთს ისედაც პრიობლემები აქვს, ნაკლებმოსალოდნელია კიდევ ახლა ახალი ტერიტორიები მიიერთოს, ალბათ, ამას ელოდება ბიბილოვი, რომ რაღაც მსგავსი მოხდეს, რადგან ფიქრობს, რომ სანქციები მაინც დაწესებულია. 

საქმე იმაშია, რომ მიერთებით რუსეთი არაფერს შეიძენს, ისევე როგორც არც არ მიერთებით არ დაკარგავს რამეს“, - განაცხადა გიოერგი გობრონიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები