მირდატ ქამადაძე - ამ დროისათვის 39 საჩივარია დაწერილი უბნებზე, 19 საჩივარია საოლქო კომისიაში

ამ დროისათვის 39 საჩივარია დაწერილი უბნებზე, 19 საჩივარია საოლქო კომისიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ  ბათუმში შუალედური არჩევნების მიმდინარეობის შესახებ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მხარდაჭერა არ აქვს, რის გამოც მას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზება სჭირდება. 

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მთელი დღის განმავლობაში საზოგადოება ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭირს და მას მაინც დაჭირდა უბნებთან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზება. დიახ, იმ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების,  რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ მოკავშირეებად იქცა „ქართული ოცნების“, ვინაიდან გასულმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ „ქართულ  ოცნებას“ ამ ქალაქში მხარდაჭერა არ აქვს და 60%-ზე მეტი მხარს ცვლილებებს უჭერს. 

14 უბანზე მიმდინარეობს არჩევნები და ამ დროისათვის 39 საჩივარია დაწერილი უბნებზე, 19 საჩივარია დაწერილი საოლქო კომისიაში, აქედან 4 არის  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გადაცდომებს, მათ შორის  უბნებზე აგიტაციას, მათ შორის კომისიის წევრების მიმართ“, - განაცხადა ქამადაძემ. 

ბათუმში შუალედური არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარული მანდატისათვის იმართება, ერთმანეთს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რამაზ ჯინჭარაძე და ოპოზიციის  კანდიდატი მათე ფუტკარაძე უპირისპირდება.

უახლესი ამბები