პიტერ სიიარტო - დროა, უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა, ეს ჩვენი ომი არ არის

უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო უნგრეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი გამოიძახა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა.

"მიუღებელია ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების, ომში თანამონაწილეობისა და უნგრელი ხალხის ნების მიმართ სინანულის გამოხატვის შესახებ განცხადებები! დროა უკრაინის ლიდერებმა შეწყვიტონ უნგრეთის შეურაცხყოფა და გაითვალისწინონ უნგრელი ხალხის ნება. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ნათელი და გასაგები იყოს, დღეს დილით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი“, - აცხადებს სიიარტო.

მისივე თქმით, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნგრეთის უსაფრთხოებაა.

"თავიდანვე მკაფიოდ ვსაუბრობდით სამეზობლოში ომზე: ჩვენ ვგმობთ სამხედრო აგრესიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ვიღებთ ლტოლვილებს. ეს არის უდიდესი ჰუმანიტარული აქტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უნგრეთის და უნგრელი ხალხის უსაფრთხოება. ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ არ ვართ მზად, უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება რისკის ქვეშ დავაყენოთ. ამიტომ ჩვენ არ ვაგზავნით იარაღს და არ ვუჭერთ მხარს ენერგეტიკულ სანქციებს.

ჩვენ გვესმის, რომ უკრაინელებს სხვა ინტერესი აქვთ. ამაზე არც კი ვკამათობთ: მათთვის უკრაინა, ხოლო ჩვენთვის კი უნგრელი ხალხის ინტერესებია უმთავრესი. არავის აქვს უფლება, უნგრელი ხალხის დემოკრატიული გადაწყვეტილება შეაფასოს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უახლესი ამბები